ჩაბარების ვადა:

12 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19197 - ტენდერი ბანკის სათაო ოფისისთვის HVAC სისტემების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის სათაო ოფისისთვის HVAC სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე.

გამოცხადების თარიღი:02/10/2023
დასრულების თარიღი: 12/10/2023

საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
ტელ: 551462003

ტენდერში მონაწილების მისაღებად დაინტერესებული კომპანიამ რეგისტრაცია უნდა გაიაროს ბანკის შესყიდვების პორტალზე SAP ARIBA, რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიმართეთ საკონტაქტო ინფორმაციაში წარმოდგენილ პირს.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებამხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადიპირობები(შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთოვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორებაგანხორციელდება ყოველთვიურად მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    -შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
    -საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    -ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

მომსახურების შინაარსი გულისხმობს საქართველოს ბანკის სათასო ოფისში HVAC სისტემებზე დაფიქსირებული პრობლემებზე რეაგირებას.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიავალდებულია ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, დაფიქსირებულ ინციდენტზე რეაგირება  მოახდინოს არანაკლებ 6 საათის განმავლობაში, რაც გამოიხატება ადგილზე ვიზიტსა და დაზიანების მოკვლევაში. გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოს დაფიქსირებული ინციდენტის მოგვარებას ბანკთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, რომელიც განისაზღვრება თითოეულ ინციდენტზე დამოუკიდებლად,ინციდენტის სირთულიდან გამომდინარე.

ასევე, გამონაკლის შემთხვევებში სასწრაფო გამოძახების დროს  კომპანია მზად უნდა იყოს უმოკლეს ვადებში (არანაკლებ 3 საათი) მათ შორის არასტანდარტულ სამუშაო დროს მოახდინოს ინციდენტზე რეაგირება.

სატენდერო მოთხოვნები

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის (HVAC მომსახურების) მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;

სათაოს ოფისის HVAC აგრეგატები რომლებზეც უნდა განხორციელდეს სერვისი:

  • 2 ერთეული გათბობის ქვაბი: სიმძლავრე 1060 კილოვანი, ბრენდი:
  • 2 ერთეული კომბინირებულის სანთურა: სიმძლავრე 1150 კილოვატი;
  • 2 ერთეული ჩილერი: სიმძლავრე 800 კილოვატი Interklima;
  • 4 ერთეული სავენტილაციო აგრეგატი (AHU);
  • 385 ერთეული 4 მილოვანი ფანკოილი;
  • 15 ერთეული კალორიფელი;
  • 4 ერთეული VRF გარე ბლოკი MIDEA;
  • 4 ერთეული სპლიტ კონდიციონერი;
  • კოლონური კონდიციონერი;
  • არხული კონდიციონერი;
  • გამწოვი ვენტილატორი;

ეტაპობრივად მომსახურების ხელშეკრულებას შესაძლოა დაემატოს თბილისის მასშტაბით საქართველოს ბანკის რამდენიმე ბექოფისი.

თანდართული დოკუმენტაცია;:

  • დანართი 1: ფასების ცხრილი
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები