ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2023, 16:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T19224 - ტენდერი ორი საოპერაციო ცენტრის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადენს ელექტრონულ ტენდერს - ორი საოპერაციო ცენტრის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ები)ა ვალდებულია უზრუნველყოს თანდართული ტექნიკური დავალების დანართი N3, დანართი N1 და დანართი N3-ის შესაბამისად ვიდეოსამეთვლყურეო სისტემით აღჭურვა.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება):

14 რეზერვუარის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის აღჭურვასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია წარმოდგენილია თანდართული ფაილების სახით:

  • ტექნიკური დოკუმენტაცია და მოთხოვნები;
  • დანართი N1 - ისანი-სამგორის საოპერაციო ცენტრის ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით;
  • დანართი N2 - ისანი-სამგორის საოპერაციო ცენტრის ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით
  • დანართი N3 - ტექნიკური დავალება ორივე ობიექტისათვის;

შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერის მსვლელობის და/ან მისი დასრულების შემდეგ შეიტანოს ცვლილება საქონლისა და მომსახურების დეტალურ აღწერაში. 

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება თანდართული დანართი N1-ისა და დანართი N2-ის სახით - როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი.

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების  (ხელშეკრულების) ვადა:

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაწერილი არის ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა წარმოდგენილია ტექნიკურ დავალება დანართი N1-სა და დანართი N2-ის გათვალისწინებით.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით გზით, მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების/ანგარიშფაქტურის დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება, დანართი N1-ისა და დანართი N2-ის მიხედვით. ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, როგორც ტრანსპორტირებით, ასევე ტრანსპორტირების გარეშე და უნდა მოიცავდეს ყველა სახელმწიფო დადგენილ გადასახადებს;
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები, მათ შორის საბანკო რეკზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში;

1.8 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი და/ან ნაწილობრივი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

1.9 სხვა მოთხოვნა:

  •  წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი)კალენდარული დღის განმავლობაში;
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე;

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2023 წელი, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 599 192500

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: ზურაბ  მეგრელიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: zmegrelishvili@gwp.ge
ტელ.: +995 591752123

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დოკუმენტაცია

დანართი N1 ისანი-სამგორის საოპერაციო ცენტრი დანართი N1 ისანი-სამგორის საოპერაციო ცენტრი
დანართი N2 ვაკე-საბურთალოს საოპერაციო ცენტრი დანართი N2 ვაკე-საბურთალოს საოპერაციო ცენტრი
დანართი N3 ორი ობიექტის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვის ტექნიკური დავალება დანართი N3 ორი ობიექტის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვის ტექნიკური დავალება
ვაკე-საბურთალოს საოპერაციო ცენტრი, კამერები ვაკე-საბურთალოს საოპერაციო ცენტრი, კამერები
ისანი-სამგორი საოპერაციო ცენტრი, კამერები ისანი-სამგორი საოპერაციო ცენტრი, კამერები
ტენდერი ორი საოპერაციო ცენტრის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებით ტენდერი ორი საოპერაციო ცენტრის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებით
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 ოქტომბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა