ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19232 - ტენდერი საცხოვრებელი რეზიდენციის (3-საძინებლიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართის) ქირავნობაზე

ტენდერის აღწერილობა:

მშვიდობის კორპუსი საქართველო აცხადებს ტენდერს:

საჯარო შეტყობინება, ვიქირავებთ 3- საძინებლიან კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართს. მშვიდობის კორპუსი საქართველოში იქირავებს საცხოვრებელ რეზიდენციას, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ქონების მეპატრონეებმა ან ბროკერებმა შემოთავაზებები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მეილზე:
GE-Vacancy@peacecorps.gov პასუხები მიიღება 2023 წლის 18 ოქტომბრამდე.

Peace Corps არის შეერთებული შტატების ფედერალური სააგენტო რომელიც იჯარის ხელშეკრულებას აფორმებს 5-წლიანი ვადით (1 საბაზო წელი და 4-წლიური განახლებადი წელი ). გადახდა შესაძლებელია აშშ დოლარით.

პასუხის გაცემისას გთხოვთ დაადასტუროთ და მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:

1. ყოველთვიური ქირის ფასი
ა. მთლიანი ფართის კვადრატობა და დეტალები.
ბ. სრული და ნახევრად სრული  სველი წერტილების რაოდენობა
2.გასაქირავებელი ფართის აღწერა ( სახლი, ბინა )
3.ფართის განსაკუთრებული მონაცემები

Მინიმალური მოთხოვნები:

  • პრიორიტეტული ადგილმდებარეობა: საბურთალო, ვაკე ან ვერის უბნები, თბილისი, საქართველო. ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა: არაუმეტეს 20 წუთის სავალზე ფეხით საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგურამდე. არაუმეტეს 20 წუთის სავალზე ფეხით ბანკთან და/ან აფთიაქამდე. არაუმეტეს 15 წუთის სავალზე ფეხით კვების ობიექტებამდე.
  • ფართის ზომა და სივრცის განლაგება. მინიმუმ 200 კვ.მ ფართობი, რომელიც უნდა მოიცავდეს სივრცეს სტუმრების მისაღებად (ღია სივრცე ან დიდი ოთახი). შესაძლებელი უნდა იყოს  მშვიდობის კორპუსის უსაფრთხოების მოთხოვნების  დასაკმაყოფილებლად ცვლილებების განხორციელება, როგორიცაა შიდა ლითონის უსაფრთხოების კარების მონტაჟი და  ლითონის გისოსების დამონტაჟება.

3. თანამედროვე შენობა დამიწებული ელექტრო ქსელით  და კარგად მოვლილი და მოქმედი კომუნალური სისტემებით (ელექტრო, სანტექნიკა, კანალიზაცია, ბუნებრივი აირი).

4. კეთილმოწყობილი სახლი/ბინა საკმარისი ავეჯით და ფუნქციური წყობით რომელიც მოიცავს:
ა. ორი სააბაზანო.
ბ. საკმარისი სათავსოები საჭიროებისამებრ შესასვლელში, საძინებლებში, სასტუმრო ოთახში  და სამზარეულოში.
გ. საკმარისი ადგილი სამზარეულოში ოთხსულიანი ოჯახისთვის საჭმლის მოსამზადებლად.

5. პარკინგი. საკუთარი პარკინგი მინიმუმ 1 მანქანისთვის.

სასურველია;

6. განახლებული ხარისხის ტექნიკა
7. პარკინგი 2 მანქანაზე,
8. დამატებითი სათავსო ადგილი,
9. გამწვანებული გარე აივანი ან ეზო

ტენდერის კატეგორია:

  • 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები