ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19297 - ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის მოწყობის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”) ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ განხორციელებაში. პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

მომსახურების განხორცილების პერიოდი:

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2023 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით (2 თვე).

ტექნიკური დავალება:

გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება.

მონაწილეობა:

მომსახურების მომწოდებელი სუბიექტი უნდა იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული საწარმო.

განაცხადის წარდგენა:

  • დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:
  • ქ. თბილისი, მცხეთის ქუჩა 48/50, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:

  • ა) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
  • ბ) ტენდერის ნომერი 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.4A.-2023
  • გ) სიტყვები „არ უნდა გაიხსნას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
  • დ) განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება.
  • წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი (მონიშნული როგორც „ასლი“).

შეფასება

  • შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის შესაბამისად RECCaucasus-ის პროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო ღირებულება დადგინდება ტექნიკურიხარისხის ფასთან 60/40  შეწონვის საფუძველზე.
  • ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში მოცემული შეფასების ბადის მიხედვით.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 17 ოქტომბერი, ადგილობრივი დროით 18:00 საათი.

სატენდერო დოკუმენტაცია

  • დანართი 1. ტექნიკური დავალება
  • დანართი 2a: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებლების მოწყობა - პროექტი (თანდართულია ცალკე ფაილის სახით - pdf ფორმატში)
  • დანართი 2b: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებლების მოწყობა - განმარტებითი ბარათი (თანდართულია ცალკე ფაილის სახით - word-ის ფორმატში)
  • დანართი 3: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებლების მოწყობა - სამუშაოთა მოცულობათა უწყისი (თანდართულია ცალკე ფაილის სახით excel-ის ფორმატში)
  • დანართი 4: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებლების მოწყობა - ხარჯთაღრიცხვა შესავსები (თანდართულია ცალკე ფაილის სახით excel-ის ფორმატში)
  • დანართი 5. განაცხადის წარმოდგენის ფორმა

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:
ანა რუხაძე, პროექტის მრჩეველი:
მობილური: 5 77 38 22 48
ელ ფოსტა: ana.rukhadze@rec-caucasus.org

ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები