ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2023, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T19302 - Backstopping gender mainstreaming

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.  

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში  რეგისტრირებული კერძო პირისგან: Backstopping gender mainstreaming. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება. (დანართი 1). 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ   გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე : ge_quotation@giz.de  შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 20.10.2023 23:59 საათი. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

მითითებული ფასი უნდა მოიცავდეს საშემოსავლო გადასახადს, ასევე დასაქმებულის წილ საპენსიო შენატანს იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ჩართულია დაგროვებით საპენსიო სისტემაში. ეს ინფორმაცია თვალნათლივ უნდა იკითხებოდეს შემოთავაზებაში.

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

  • შემოთავაზებებიწარმოდგენილიუნდაიყოსPDF-ფორმატში. 
  • ფინანსურიდატექნიკურიშეთავაზებაუნდაიყოსწარმოდგენილიორცალკეულ PDF ფაილებში. ფაილებიუნდადასახელდესშემდეგნაირად:
    -Technical offer;
    -Financial offer 
  • მეილისსათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83450031 წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმშემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2  GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
  • GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ისან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო. 

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: 

  • სახელი, გვარი 
  • საკონტაქტოინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა) 
  • პროექტისნომერი: 20.2275.4-002.00 
  • ტენდერისნომერი: 83450031 
  • მიმღები: გერმანიისსაერთაშორისოთანამშრომლობისსაზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა, თბილისი,  რუსთაველის გამზირი, N42/ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, N31ა    

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა. 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, კითხვა/პასუხის მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 31.10.2023-თვის.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.  

შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა :

  • შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება როგორც ფასების,  ასევე შინაარსის მიხედვით. 
  • შინაარსობრივი შეფასების შემდეგ გაიხსნება და განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასო შემოთავაზებები. საფასო შეთავაზება მკაფიოდ და დეტალურად უნდა აღწერდეს ყველა სახის ძირითად ხარჯს, რომელიც ამ ტექნიკური დავალების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისთვის უნდა იქნას გაწეული. 
  • საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 70%-ით და ფასი/ღირებულება 30% -ით.  
  • მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პირთან  დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე კანდიდატთან. 

შემოთავაზებებისშინაარსობრივი/საგნობრივი  შეფასების სქემა :

შემოთავაზების შინაარსობრივი  ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას. ტექნიკური შეთავაზება  არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ. 

არასაფასო შეფასების კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით. იხილეთ თანდართული ფაილი (დანართი 2).  

ხელშეკრულების ზოგადი პირობები: გთხოვთ გაეცნოთ ხელშეკრულების ზოგად პირობებს (დანართი 3), რომელიც შემდგომში გამარჯვებულ კანდიდატთან გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. 

დანართი: 

  • ტექნიკური დავალება 
  • შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა 
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები 
  • საფასო შემოთავაზების შაბლონი 

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება