ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19304 - ტენდერი მზის ელექტრო სადგურის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ აცხადებს ტენდერს მზის ელექტრო სადგურის შესყიდვაზე.

ზოგადი ინფორმაცია:

ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს რეგიონში დემოკრატიული, სოციალურ-ეკონომიკურად განვითარებულისაზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე, რისთვისაც ორგანიზაცია ახორციელებს სამოქალაქოსაზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, მეწარმეობის [სოციალური მეწარმეობა] განვითარების, გარემოსდაცვით, მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერ ინიციატივებს.

ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, ყოველთვის ზრუნავს გარემოს გაუმჯობესებაზე დახშირად არის ჩართული ეკო კამპანიებში. ამჟამად, ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს მზის ელექტრო სადგურის მოწყობის მიზნით და იწვევს  დაინტერესებულ პირებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

მზის ელექტრო სადგურის მოწყობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.

შესყიდვის პირობები:

წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი: 5 კვტ-იანი მზის ელექტრო სადგურის პროექტირება, შესყიდვა და მონტაჟი ქ. ტყიბულის #6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

ტენდერის ძირითადი მოთხოვნები:

  • მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის დაპროექტება;
  • მზის პანელების მოწოდება და დამონტაჟება რბილი გადახურვის სახურავზე, ზედაპირის გეომეტრიის შესაბამისად;
  • ელექტროსადგურის გამანაწილებელი კომპანიის ქსელთან მიერთება ნეტო აღრიცხვის ფარგლებში, ელქტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად;
  • გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალურ დროში აღრიცხვა, დამუშავება და მონიტორზე ჩვენება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა 2023 წლის ნოემბერი-დეკემბერი;

მზის პანელების სამონტაჟო ადგილის მახასიათებელი:

  • სახურავების მარგი ფართობი დაახლოებით - 2300 მ2 (სახურავის არქიტექტურული ნახაზი ატვირთულია დანართი #3-ის სახით);
  • საკადასტრო კოდი 39.01.21.069;
  • ნაგებობების კონსტრუქცია მდგრადია;
  • სახურავებს გააჩნიათ სამხრეთისკენ პირდაპირი ხედვა;
  • სახურავები არ იჩრდილება;
  • მზის რადიაციის მაღალი მაჩვენებელი;
  • მაღალი ქარიანობა;

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი #1-ის მეშვეობით;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (გთხოვთ მიუთითოთ სიტყვიერადაც);

გამარჯვებულის გამოვლენა:

სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული ფასი/ღირებულება - (დანართი #1-ის მიხედვით);
  • შემოთავაზებული ინვენტარის ტექ. მახასიათებლები - (დანართი #1-ის მიხედვით);
  • საგარანტიო პერიოდი - (დანართი #1-ის მიხედვით);
  • მოწოდების ვადები - (დანართი #1-ის მიხედვით);

მომწოდებლის მიერ გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

მომწოდებელმა უნდა გამოაგზავნოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საერთო ღირებულება/განფასება (დანართი #1-ის მიხედვით), როგორც ხელმოწერილი სკანირებული, ასევე ექსელის ფორმატით;
  • მზის პანელების წარმოების (კომპანია და ქვეყანა) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • შემოთავაზებული მზის ელექტრო სადგურის ხარისხის სერთიფიკატები;
  • შემოთავაზებული მზის ელექტრო სადგურის საგარანტიო პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქტის ფოტო/ვიზუალური მასალა;
  • გასახარჯი მასალების სრული სია და ჩაშლილი ღირებულება, ექსელის ფაილის სახით;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი - (დანართი #2-ის მიხედვით);
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი;

მომწოდებელმა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tddf2006@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • დანართ #1-ში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება, მოდელი, ტექნიკური მახასიათებლები, მოწოდების ვადა, საგარანტიო პერიოდი და მზის სადგურის უკუგების საშუალო პერიოდი;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
  • მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. ტყიბული, გორგიძის ქუჩა #12;
  • ნებისმიერი დეტალი, რაც დაკავშირებული იქნება ტექნიკურ გადაწყვეტილებასთან, მათ შორის პროექტირებასთან, უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის, 20 ოქტომბერი.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tddf2006@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია