ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19323 - ტენდერი: საძოვრების ბიზნეს მოდელების შემუშავება მიწათსარგებლობის სხვადასხვა სისტემებში, რეკომენდაციები მეცხოველეობის ღირებულების ჯაჭვების გაძლიერებისა და საბანკო პროექტის შექმნის მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერსდმანისის, გურჯაანისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში საძოვრების ბიზნეს მოდელების შემუშავება მიწათსარგებლობის სხვადასხვა სისტემებში, რეკომენდაციები მეცხოველეობის ღირებულების ჯაჭვების გაძლიერებისა და საბანკო პროექტის შექმნის მიზნით მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

  • სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო თარიღი: 30 ოქტომბერი, 2023
  • ტენდერის ნომერი: 027RECC/G/FAO- [BL 5650-01]- 02-2023

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”) ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ განხორციელებაში. პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

1. მომსახურების განხორცილების პერიოდი:

მომსახურება უნდა განხორციელდეს 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში (8 თვე).

2. ტექნიკური დავალება:

გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება – attachment 1 – Terms of Reference.

3. მონაწილეობა

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ  მეწარმე იურიდიული პირებს (საქართველოში რეგისტრირებული„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

4. ბიუჯეტი:

შესყიდვის მაქ. ბიუჯეტი  40 000 USD

5. განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). მცხეთის ქუჩა #48-50 0179, ქ. თბილისი, საქართველო

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:

ა) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
ბ) ტენდერის ნომერი 027RECC/G/FAO- [BL 5650-01]- 02-2023
გ) სიტყვები „არ უნდა გაიხსანას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
დ) განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება.

ტენდერის წარდგენის ფორმა (ტექნიკური და ფინანსური შეთავაზებები და დამხმარე დოკუმენტაცია) ერთად უნდა განთავსდეს დალუქულ კონვერტში.

წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი (მონიშნული როგორც „ასლი“).

6. შეფასება:

  • შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდისშესაბამისად REC Caucasus-ის პროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო
    ღირებულება დადგინდება ტექნიკური ხარისხის ფასთან 80/20 შეწონვის საფუძველზე.
  • ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში მოცემული შეფასების ბადის მიხედვით.

7. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ოქტომბერი, ადგილობრივი დროით 18:00 საათი.

8. საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:

ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org

9. სატენდერო დოკუმენტაციის დანართები:

  • დანართი 1. ტექნიკური დავალება
  • დანართი 2. განაცხადის წარმოდგენის ფორმა

ტენდერის კატეგორია:

  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება