ჩაბარების ვადა:
16 ოქტომბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19325 - ფასთა გამოკითხვა Hardox 450-ის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
RMG Copper აცხადებს ფასთა გამოკითხვას Hardox 450-ის შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი - Hardox 450
- შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს ორიგინალი, ახალი, უდეფექტო.
- იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ წინასწარ შეთანხმებულ მოთხოვნებს, მომწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს აღნიშნული ნაწილები /შესაბამისი პროდუქციით.
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 16.10.2023, 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- დანართ No 2-ში (ივსება მონაწილის მიერ) მოთხოვნილი მონაცემები ;
- ანგარიშწორების პირობები;
- წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი;
- საგარანტიო პირობები;
- მოწოდების პირობები/ვადები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან/ინფორმაცია კომპანიის საბოლოო ბენეფიციარების შესახებ;
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ (მინ. 2 წლიანი);
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.
E-mail: LPirveli@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები