ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19342 - ფასთა გამოკითხვა შედუღების აპარატის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Auramine აცხადებს ფასთა გამოკითხვას შედუღების აპარატის შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი - შედუღების აპარატი X5 FastMig Pulse - უნივერსალური, სამრეწველო და მრავალფუნქციური (1 ცალი).
  • ტექნიკური დავალება - იხ. დანართი No 2.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.10.2023, 18:00 საათი.
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ღირებულება.
  • გადახდის პირობები.
  • მოწოდების ვადები და პირობები.
  • ტექნიკური დოკუმენტაცია.
  • საგარანტიო პირობები.
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია).
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი: 
ლილე პირველი
Т +995 579 55 20 51
E-mail: LPirveli@richmetalsgroup.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი საკონტაქტო პირი:
სერგეი გოლიშევი 
591 759 345

ტენდერის კატეგორია:

  • 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები