ჩაბარების ვადა:
18 ოქტომბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19354 - ტენდერი MDF-ის კარების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ყაზბეგის 47“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის MDF-ის კარების შესყიდვაზე (#12/10-Kazbegi47-23).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
მისამართი:
- ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- შესასყიდ მასალებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტები, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2);
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საჭიროებისთვის MDF-ის კარების შესყიდვა“ და ნომერი - #12/10-Kazbegi47-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 18 ოქტომბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
შენიშვნა: სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მონტაჟით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
ელ. ფოსტა: ggiorgobiani@gig.ge
შესასყიდი მასალის სპეციფიკასთან დაკავშირებით:
გიორგი ძიძიკაშვილი,
ტელ: 555 19 21 25
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
შალვა მჭედლიძეს,
ტელ: 577 59 59 38
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 39100000 ავეჯი