ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2023, 14:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19364 - ტენდერი ინდუსტრიული კირის (ლაიმის) შეძენაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 9 ნოემბერი, 14:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST), შემდგომში “შემსყიდველი“, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ინდუსტრიული კირის (ლაიმის)  შეძენის თაობაზე.

შესყიდვის ობიექტის აღწერა, რაოდენობა/მოცულობა:

  • დასახელება: ინდუსტრიული კირი
  • რაოდენობა: დაახლოებით 153 ტონა თვეში. (დაახლოებით 1,860.00 ტონა წელიწადში)
  • ზუსტი სპეციფიკაცია იხილეთ დანართში N1 ტექნიკური დავალება

1.3 განფასება:

  • განსაფასებლად გთხოვთ შეავსეთ დანართი N2 - ფასების ცხრილი
  • ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), „პროდუქტის“, გარდაბანში „შემსყიდველის“ ობიექტამდე სპეციალიზირებული SILOBUS-ებით ტრანსპორტირებისა და ჩამოცლის ხარჯების ჩათვლით.
  • ზუსტი მოთხოვნები იხილეთ დანართში N1 ტექნიკური დავალება

1.4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.5 მიწოდების ადგილი, ფორმა და ვადა:

  • მიწოდება უნდა განხორციელდეს 1 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად “შემსყიდველის” ობიექტზე, შემდეგ მისამართზე, საქართველო, გარდაბანი, თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია. თითოეული პარტიის მიწოდების მაქსიმალური ვადა გთხოვთ მიუთითეთ შემოთავაზებაში.
  • მიწოდების ჯაჭვი უნდა იყოს უწყვეტი და „პრეტენდენტს“ საკუთრებაში ან იჯარით უნდა გააჩნდეს საკმარისი რაოდენობის სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებები (ე.წ. SILOBUSES), რათა უზრუნველყოს მიწოდების უწვეტი ჯაჭვი. მიწოდების სავარაუდო ინტენსივობა - 2 SILOBUS (25 ტონიანი) ყოველ 10 დღეში ერთხელ. 

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის ყოველი მიწოდების შემდეგ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. უცხოური ვალუტის შემთხვევაში ანგარიშსწორება იწარმოება ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (ადგილობრივი კომპანიებისათვის).

1.7 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

„პრეტენდენტს“ უნდა გააჩნდეს მსგავსი „პროდუქტის“ რეალიზაციის და მოთხოვნილი „მომსახურების“ გაწევის გამოცდილება.

1.8 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის შესახებ

  • “პრეტენდენტი: ვალდებულია უსასყიდლოდ მიაწოდოს “შემსყიდველს” შემოთავაზებული საქონლის ნიმუში ტესტირებისათვის - 1 კგ-ის ოდენობით, ნიმუშს თან უნდა ახლდეს შესაბამისი ანალიზის, TDS და MSDS სერტიფიკატები;
  • ერთ “პრეტენდენტს” უფლება აქვს ტენდერში წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული საქონლის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. თითოეულ შემოთავაზებულ პროდუქტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 1 კგ-ის ოდენობით ნიმუში ტესტირებისთვის. 

ნიმუშის იდენტიფიცირება და მიწოდების დეტალები:

  • ნიმუშების მიწოდება მოხდება მხოლოდ ქეთევან ჩხეიძესთან, თბილისში, GWP-ის სათავო ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N10. საფოსტო ინდექსი 0179. საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე, საკონტაქტო ნომერი: +995 5 95 25 74 58
  • სატესტოდ მიწოდებულ თითოეულ ნიმუშს უნდა მიენიჭოს იდენტიფიცირებისათვის საჭირო კოდური დასახელება (რომელსაც „პრეტენდენტი“ მიანიჭებს თავად - შესაძლოა იყოს გარკვეული ციფრები), რომელიც დაფიქსირებული იქნება, როგოც მოწოდებულ ნიმუშზე ასევე ფასების ცხრილში, რომელსაც „პრეტენდენტი“ tenders.ge-ს საიტზე ატვირთავს.
  • ნიმუშების არევის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, ჩადოთ ქაღალდი თითოეულ ნიმუშში, ან დააკრათ ზემოდან, სადაც დაწერთ თქვენი (პრეტენდენტის კომპანიის) სახელს, თქვენს მიერ მინიჭებულ კოდურ დასახელებას და პროდუქტის ორიგინალ დასახელება - რომელიც უნდა იყოს იდენტიფიცირებადი ანალიზის სერტიფიკატსა და MSDS-ში.
  • ნიმუშები შეიძლება გაიგზავნოს ქეთევან ჩხეიძეს tenders.ge-ზე წინადადების ატვირთვამდე ან მის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ კოდური დასახელება, რომელსაც თქვენ მიანიჭებთ ნიმუშს, მითითებული იყოს ფასების ცხრილში. 

1.9 „პრეტენდენტის“ მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი; (დანართი N2); - როგორც ექსელის ფორმატში, ასევე ხელმოწერილი ვარიანტი.
  • შემოთავაზებული „პროდუქტისის“ ანალიზის სერტიფიკატი.
  • შემოთავაზებული „პროდუქტისის“ TDS სერტიფიკატი.
  • შემოთავაზებული „პროდუქტისის“ MSDS სერტიფიკატი.
  • პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემხვევაში);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • იმ შემთხვევაში თუ „პრეტენდენტი“ არ არის საქონლის უშუალო მწარმოებელი, „პრეტენდენტმა“ უნდა წარმოადგინოს საქონლის მწარმოებელთან გაფორმებული ექსკლუზივის დამადასტურებელი ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან ექსკლუზიური წარმომადგენლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • პრეტენდენტი კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა წინამდებარე დოკუმენტი უნდა ამობეჭდოთ და ხელმოწერილი დაასკანეროს ან გაუკეთოს ელექტრონული ხელმოწერა.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • „პრეტენდენტის“ მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10 ხელშეკრულების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობებისა და შემსყიდველის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 

1.11 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის „პრეტენდენტი“ არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ასევე დოლარში და ევროში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • „პრეტენდენტის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • „შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული „პრეტენდენტს“ მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • „შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს „პრეტენდენტებისგან“ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველის“ მხრიდან. 

დოკუმენტის დანართები:

  • დანართი N1 ტექნიკური დავალება
  • დანართი N2-ფასების ცხრილი
  • დანართი N3 - ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 09.11.2023, 14:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 ოქტომბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა