ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2023, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T19377 - ტენდერი სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი ,,ბათუმი ხარჯთაღრიცხვა".

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს: -რე ბანკის ფილიალის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ. 

ჩვენ შესახებპაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებსაზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

აუცილებელია პრედენტენტებამ წინადადებასთან ერთად წარმოადგინო შემდეგი სახისდოკუმენტაცია:

  • ხელმოწერილი კონფიდენციალურობის შეთანხმება (NDA, თანდართულია,დანართი N3).
  • ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია).
  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები,გადახდის სქემა).
  • სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 1 წლის გაცემული).
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
  • ხელშეკრულების სამუშაო ვერსია (დრაფტი).
  • NDA-თანდართული კონტრაქტი,

ტენდერი წარმოდგენილი:

  • სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დანართის სახით მოწოდებული ხარჯთაღრიცხვა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ დათქმულ ვადაში.
  • გთხოვთ მონაწილე კომპანიამ გაითვალისწინოს, სარემონტო სამუშეობი უნდა დაიწყოს 28 ოქტომბრიდან.
  • სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩაN126/128.
  • გასარემონტებელი ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 158.77მ2.
  • შესასრულებული სამუშაო მოიცავს: ოფისის ინტერიერის (კედლების, ტიხრების, იატაკების,ჭერის,კიბეების და ა.შ.) სარემონტო-მოსაპირკეთებულ სამუშაოებს, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს, სალაროს კვანძის მოწყობას საქართველოს ეროვნული ბანკისა და უსაფრთხოებისსაერთო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
  • სამუშაოს შესრულების ვადა: 45 დღე - ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან.

გადახდის პირობები:

  • ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით სამუშაოსშესრულების ფაქტის მიხედვით, კილიენტის მიერ წინასწარ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე.
  • სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოსელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge
  • სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, და გაფორმდება ხელშეკრულება.

შეფასების კრიტერიუმებია:

  • პრეტენდენტის კვალიფიკაცია.
  • შემოთავაზებული ფასი.
  • პირობები.

სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:

  • წარმოსადგენი საბუთების და წინადადებების ვადა: 23 ოქტომბერი, 2023. 15:00 საათი;
  • ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვისსაჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზებისმოსამზადებლად.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიცარასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 

დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
ანა ქავთარაძე
შესყიდვების განყოფილება „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 599 17 30 25
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები