17 ოქტომბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19379 - ფასთა გამოკითხვა თარგმანის მომსახურების შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს თარგმანის მომსახურების შესყიდვაზე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „“სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით (ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479)“ ფარგლებში შემდეგ ენებში: ქართული, ინგლისური.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი:
- სამუშაო გამოცდილება წერილობითი თარგმანების შესრულებაში,
- იურიდიული და საბანკო-საფინანსო მიმართულებით (შესაბამისი სპეციფიკისა და ტერმინოლოგიის ცოდნით), შემდეგ ენებში:
-თარგმნა ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე
-თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე
- სინქრონული თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე
- სინქრონული თარგმნა ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე
* 1 თაბახის (ა4 ფორმატის/2000 სიმბოლო) ფასი მისათითებელია (ცხრილის სახით იხილეთ თანდართულ ფაილში)
აპლიკანტმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ფიზიკური პირის / ინდ. მეწარმის შემთხვევაში:
- პირადობის / ინდ. მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
- მოკლე ბიოგრაფია, CV (ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
- უცხო (ინგლისური) ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი /სერთიფიკატი/სხვა დოკუმენტი;
იურიდიული პირის (კომპანიის) შემთხვევაში:
- იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
- ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა შესაბამისი კომპანიის/თარჯიმანის მოღვაწეობის/გამოცდილების/საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ფიზიკური/იურიდიული პირის შემთხვევაში:
- განაცხადი/შეთავაზების ფაილი, რომელიც დეტალურად მოიცავს თარგმანის შესრულების ფას(ებ)ს*, 1 თაბახის (ა4 ფორმატის) ფურცელზე შესრულებულ თარგმანზე:
- ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე;
- ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე;
- პირდაპირი თარგმნა ინგლისური/ქართული ენიდან ქართულ/ინგლისურ ენაზე;
- თარგმანის ღირებულება ვადების მიხედვით (დაჩქარებული/სტანდარტული და ა.შ.);
- თარგმანის შესრულების სტანდარტების მითითებით (შრიფტის ზომა, ტექსტის ინტერვალი და სხვ.); - ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით);
- აპლიკანტის მიერ განაცხადის ფორმის გაგზავნა უნდა მოხდეს პროექტის ელ. ფოსტაზე vetpro@eu.edu.geარაუგვიანეს წინამდებარე სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ვადებისა;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/მთარგმნელთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი მომსახურების ხელშეკრულება, თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 2023 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 17 ოქტომბერი, 17:00 საათი.
- აპლიკანტის მიერ განაცხადის ფორმის გაგზავნა უნდა მოხდეს პროექტის ელ. ფოსტაზე vetpro@eu.edu.ge
საკონტაქტო პირი:
გვანცა ჯიჩოშვილი
+995 322 000171
(შიდა 125)
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები