ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19402 - ტენდერი ავტომობილის სალონის ბრენდირებული არომატიზატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს გაზ ენდ პეტროლ კომპანიაცხადებს ტენდერს სარეკლამო პროდუქციის - ავტომობილის სალონის ბრენდირებული არომატიზატორის შესყიდვაზე

არომატიზატორის აღწერა:

  • ფერები: 4 + 4
  • დიზაინი: დიზაინის ფაილის თანახმად ორმხრივად დაბრენდილი (Geo / Eng)
    -სამკუთხედის ფორმის ზომები: გვერდის (ფუძე) სიგრძე 9.23, სიმაღლე (მედიანა) 8 სმ
    -მრგვალი ფორმის ზომები: დიამეტრი 8 სმ
  • არომატი: ვანილის. არომატი უნდა იყოს თანაბრად მდგრადი მინ 10-14 დღე
  • არომატიზატორები უნდა იყოს დაფასოებული ჰერმეტულად პოლიეთილენის პარკში, შეფუთული 500 ერთეული მუყაოს ყუთებში

რაოდენობა:

ვარიანტი 1
რაოდენობა: 80 000 ცალი; 
-სამკუთხედის ფორმის: 40 000 ცალი
-მრგვალი ფორმის: 40 000 ცალი

ვარიანტი 2
რაოდენობა: 50 000 ცალი;
-სამკუთხედის ფორმის: 25 000 ცალი
-მრგვალი ფორმის: 25 000 ცალი

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • არომატიზატორ(ებ)ის სამუშაო გრაფიკული (საბეჭდი) ფაილი (დანართი N1)
  • კომერციული წინადადების შესავსები ფორმა (დანართი N2)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, კონკრეტული ერთეულის და ჯამური ფასის მითითებით რაოდენობების მიხედვით. წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N121
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების/მოწოდების ვადების შესახებ
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ
  • ინფორმაცია არომატიზატორების ტექნიკური სპეციფიკაციებისა და წარმოშობის შესახებ
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური / მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით)
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია
  • მოთხოვნიდან 5 სამუშო დღის ვადაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუში, რომლის მიხედვით მოხდება ბეჭდვის ხარისხის, არომატის ხარისხისა და მდგრადობის შეფასება

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისარ არსებობის შესახებ

 წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდაიყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 117

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 სთ

საკონტაქტო პირები:

არომატიზატორებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
უჩა პაპიაშვილი
599 71 88 05,
upapiashvili@neogas.ge

სატენდერო დოკუმენტაციასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით:
ესმა ჩაჩანიძე,
599 67 14 14,
echachanidze@neogas.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის