ჩაბარების ვადა:

25 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T19411 - ტენდერი სამ ობიექტზე ქარხნული წარმოების სასაწყობე სტელაჟების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადებების მიღების დედლაინად განისაზღრა 25 ოქტომბერი 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამ ობიექტზე ქარხნული წარმოების სასაწყობე სტელაჟების შესყიდვასთან დაკავშირებით. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 3 ობიეტზე გასამართი არის სასაწყობე სტელაჟები:

  • ვაკე-საბურთალოს საოპერაციო ცენტრი - ქ. თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი N6 (სასამართლოს უკან) - დანართი N2 - სასაწყობო სტელაჟი
  • ისანი-სამგორის საოპერაციო ცენტრი - ქ. თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. მე-2 შესახვევი N1ა - დანართი N3 - სასაწყობო სტელაჟები
  • საავარიო საწყობი - ქ. თბილისი, ფეიქრების ქ 14 - დანართი N4 - ევრო პალეტის სასაწყობო სტელაჟი

ობიექტების მიხედვით საჭირო სტელაჟების ტიპი, ზომები და რაოდენობა მოცემულია დანართი N1-ის სახით.

შენიშვნა: პრიოტიტეტი მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, ვისაც ადგილზე ექნება სტელაჟები და მოკლე ვადაში მოახდენს სამონტაჟო მომსახურებას.

ასევე, განიხილება ზომების ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზება.

პრეტენდენტმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა როგორც ყველა ობიექტისათვის, ასევე, ნაწილობრივ.

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი იტოვებს უფლებას, ტენდერის მსვლელობისა და/ან დასრულების შემდეგ შეიტანოს ცვლილება რაოდენობასა და ლოკაციაზე.  

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • სტელაჟები უნდა იყოს ქარხნული წარმოების (არ განიხილება ჩინური წარმოება) თავისი სერტიფიკატით და დეტალური ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტით, მათ შორის სტელაჟის დგარის სისქე და წონა;
  • თაროები უნდა იყოს მყარი მასალის, რეგულირებადი სიმაღლით, თითო თაროს ტვირთამწოება 200 კგ და 500 კგ (დანართებში მითითების შესაბამისად);
  • სტელაჟს წინა მხარეს უნდა ქონდეს სპეციალური მეტალის დამცავი, რომელიც დაიცავს სტელაჟებს წაქცევისგან, გადამზიდი მოწყობილობების დაჯახებისგან ან რაიმე მსგავს შემთხვევისგან.
  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მოწოდებული სტელაჟების მონტაჟი, მათ შორის უსწორმასწორო ზედაპირზე სიზუსტეში მოყვანა;
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სტელაჟს საჭიროების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს გადაადგილების შესაძლებლობა (მარტივი უნდა იყოს მისი დაშლა და აწყობა);
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს DAP პირობით.

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად.

1. 4 საქონლის მოწოდების და მონტაჟის შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა

  • ვაკე-საბურთალოს საოპერაციო ცენტრი - ქ. თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი N6 (სასამართლოს უკან)
  • ისანი-სამგორის საოპერაციო ცენტრი - ქ. თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. მე-2 შესახვევი N1ა
  • საავარიო საწყობი - ქ. თბილისი, ფეიქრების ქ 14

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ.

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

1.7 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება, მოწოდება/მონტაჟის ვადები და ყველა მოთხოვნილი ინფორმაციის დეტალურად შევსებით დანართი N1-ის შესაბამისად. ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში, ყველა ოფიციალური გადასაცადის ჩათვლით;
  • შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების მომენტიდან არაუმეტეს 3 თვით ადრე.

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.10 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერისდასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;    

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge  
მობ: 5999192500

ტექნიკურ დეტალებზე საკონტქტო პირი:
საკონტაქტო პირი: დავით სულავა
მის.: ქ. თბილისი, წყალსადენის ქ N7
ელ. ფოსტა: dsulava@gwp.ge
ტელ.: 577 10 30 55

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 39100000 ავეჯი
  • 44200000 სტრუქტურული მასალები

დოკუმენტაცია

დანართი N1 განფასება დანართი N1 განფასება
დანართი N2 ვაკე-საბურთალოს საოპერაციო ცენტრი დანართი N2 ვაკე-საბურთალოს საოპერაციო ცენტრი
დანართი N3 - ისანი-სამგორის საოპერაციო ცენტრი დანართი N3 - ისანი-სამგორის საოპერაციო ცენტრი
დანართი N4 - საავარიო საწყობი დანართი N4 - საავარიო საწყობი
ტენდერი სასაწყობე სტელაჟების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი სასაწყობე სტელაჟების შესყიდვასთან დაკავშირებით
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია - GWP ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია - GWP
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
Annex 1 Annex 1
Instructions to Apply for E-Tender - GWP Instructions to Apply for E-Tender - GWP
Tender Documentation Tender Documentation
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 ოქტომბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა