25 ოქტომბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19420 - ტენდერი ანძინიანი სამშენებლო ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისისთვის ანძიანი სამშენებლო ლიფტის შესყიდვა/მონტაჟი (ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #74) ფასების ცხრილის (#1 დანართი) მიხედვით;
ტექნიკური მოთხოვნები:
- არსებული სამშენებლო ლიფტის დემონტაჟი და ტრანსპორტირება ბანკის საწყობში;
- ახალი სამშენებლო ლიფტის მონტაჟი;
- ახალი სამშენებლო ლიფტი უნდა ემსახურებოდეს შენობის 16 სართულს სრულად;
- შენობის სიმაღლე 67 მეტრი;
- ტვირთამწეობა 350 კგ;
- შახტის ღიობის სრული ზომები 90 სმ - 180სმ;
- სამშენებლო ლიფტს უნდა გააჩნდეს სამშენებლო კაბინის ავარიული დამცველი;
- სამშენებლო ლიფტს უნდა გააჩნდეს შენობის ბოლო სართულის ავარიული დამცველი;
- შემსრულებელი პასუხისმგებელია ახალი სამშენებლო ლიფტის ექსპლუატაციაში მიღებაზე;
- შემსრულებელი ვალდებულია ყველა ტექნიკური საკითხი ადგილზე შეისწავლოს;
- გარანტია 5 წელი;
- შემსრულებელი ვალდებულია ჩაუტაროს სამშენებლო ლიფტს პერიოდული შემოწმება;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:
- შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;
- ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N74.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 ოქტომბერი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
აღნიშნული მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტექნიკურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდეთ მატერიალური და ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის ძირითადი მომსახურების განყოფილების უფროსი:
ირაკლი ადამაშვილი,
ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@lb.ge
მობ: 591284202
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები