ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19421 - ტენდერი ოთხი (4) 2-წუთიანი ვიდეოს მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „Empowering the Public for Circular Solutions in Georgia“ ფარგლებში, CENN აცხადებს ტენდერს ოთხი (4) 2-წუთიანი ვიდეოს მომზადებაზე.

CENN განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით. CENN-ის საქმიანობის არეალი მოიცავს მთელ რიგ სფეროებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, რესურსების მდგრადი მართვა, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განმტკიცება, კლიმატის მიმართ მედეგი, ჯანსაღი და წარმატებული თემების განვითარება და ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების გაძლიერება.

  • პროექტის დასახელება: Empowering the Public for Circular Solutions in Georgia
  • პროექტის მიზნობრივი არეალი: აჭარა, თბილისი
  • დაფინანსების წყარო: USAID Economic Security Program
  • სერვისი: ოთხი (4) 2-წუთიანი ვიდეოს მომზადება (სამი (3) წარმატების ისტორია და ერთი (1) ანიმაციური ვიდეო)
  • ენა: ქართული, ინგლისური სუბტიტრებით
  • სერვისის ხანგრძლივობა: 6 ნოემბერი - 25 დეკემბერი, 2023

პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ყველა შესრულებული ვიდეო უნდა იყოს HD ხარისხში;
  • ვიდეოები უნდა ფორმატირდეს ვებგვერდებისათვის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებისათვის, როგორიც არის სოციალური მედია;
  • ყველა ვიდეოს უნდა დაედოს ინგლისური სუბტიტრები;
  • გათვალისწინებული იყოს USAID-ისა და CENN-ის კომუნიკაციის გზამკვლევით განსაზღვრული პირობები;
  • კონტრაქტორი უნდა ფლობდეს საკუთარ ინვენტარსა და ვიდეომასალის დამუშავებისათვის საჭირო პროგრამებს.

დავალება და დეტალური მოთხოვნები, ასევე მომსახურების მიწოდებისა და გადახდის დეტალური განრიგი, დეტალურად იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ვიდეოების მიზნები:

  • საზოგადოების, მათ შორის, კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესახებ და მათი მოტივაცია, შეამცირონ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები.
  • წარმატების ისტორიების ჩვენება და საზოგადოებაში მათი სახით role model-ების შექმნა.

ვიდეოების მთავარი სამიზნე ჯგუფები:

  • ახალგაზრდები;
  • ბიზნესები, ორგანიზაციები
  • ფართო საზოგადოება. 

ვიდოების თემატიკა:

  • წარმატების ისტორია - ბიზნესი 1 (აჭარა/თბილისი)
  • წარმატების ისტორია - ორგანიზაცია 2 (აჭარა/თბილისი)
  • წარმატების ისტორია - ინდივიდი / სკოლა 2 (აჭარა)
  • ანიმაცია, როგორ შევამციროთ პლასტმასის მოხმარება ინდივიდუალურ დონეზე.

*რაოდენობები შესაძლოა დაკორექტირდეს რეგიონების მიხედვით, ბიუჯეტთან ერთად.

პროდუქტის ხასიათი:

  • ემოციური და თხრობითი (emotion and storytelling)
  • ინფორმაციული (informative)
  • კრეატიული (creative)
  • კონკრეტული და ლაკონური (brevity)
  • უნდა იწვევდეს მაყურებლის ჩართულობას პროცესში (engaging)

რეფერენსები:

თემატური რეფერენსები ანიმაციური ვიდეოსთვის:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ: ინდ. მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს, რომლის 50 %-ზე მეტ წილს ფლობს საქართველოს რეზიდენტი პირი/პირები.

*ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი თანხმობას აცხადებს, რომ ჩაეტევა ზემოთ ჩამოთვლილ  ვადებში, ვინაიდან პროექტის ვადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ვადის გახანგრძლივება. იმ შემთხვევაში თუ სამუშაოს შესრულება გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ხდება, გამარჯვებული კანდიდატი იღებს ვალდებულებას, ამ გარემოების შესახებ მინიმუმ 7 სამუშაო დღით ადრე აცნობოს დამკვეთს. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია, ჯარიმის სახით უკან დააბრუნოს მიღებული თანხის (არსებობის შემთხვევაში) 15 %.

ანგარიშსწორების პირობები:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, კონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.

სატენდერო შემოთავაზების წარდგენის ვადები:

  • ტენდერთან დაკავშირებული კითხვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს წერილობითი და პრეტენდენტმა არა უგვიანეს 2023 წლის 22 ოქტომბრის, 18:00 სთ-მდე უნდა გამოაგზვნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: petriashvili@cenn.org
  • კითხვების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ პრეტენდენტების მიერ დასმული კითხვები გაერთიანდება ერთ ფაილად და პასუხი გაეგზავნება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს არაუგვიანეს 2023 წლის 25 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე
  • გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე petriashvili@cenn.org არაუგვიანეს 2023 წლის 31 ოქტომბრის, 18:00 სთ-მდე
  • გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - CENN/Video Production/2023

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ექვემდებარება განხილვას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმეტაციაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები
  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები