ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2023, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19430 - ტენდერი 5 ცალი ახალი (BRAND NEW) Crossover SUV-ის ტიპის ავტომობილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს  5 ცალი ახალი (BRAND NEW) Crossover SUV-ის ტიპის ავტომობილების შესყიდვაზე.

1.2 შესასყიდი ავტომობილის ტექ. მახასიათებელი-დავალება:

დანართ N1-ში მოცემულია შესაძენი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებელი-დავალება რომელსაც პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს.

1.3 განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ევროში დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.
  • პრეტედენს შუეძლია შემოთავაზება გააკეთოს ერთი ან რამოდენიმე მოდელით. რამოდენიმე მოდელის შემთხვევაში დანართი N1 უნდა აიტვირთოს შემოთავაზებული მოდელების მიხედვით ცალ-ცალკე.

1.4 ავტომობილის მიწოდების მოქმედების ვადა:

პრეტედენტის მიერ უნდა იქნას შემოთავაზებული დანართი N1-ის მიხედვით მოწოდების ვადა. უპირატესობა მიენიჭება უადრეს მოწოდების ვადას.

1.5 ავტომობილის მიწოდების ფორმა და ადგილი:

ავტომობილის გაყვანა  გამყიდველის მიერ დანართ N1-ში მითითებული მისამართიდან.  

ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტედენტის მიერ დანართ N1-ში შემოთავაზებული პირობების მსგავსად. უპირატესობა მიანიჭება კონსიგნაციის ვადას.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად).
  • ავტომობილის ტექ. მახასიათებელი (დანართ N1-ის შესაბამისად).
  • საგარანტიო პირობა.
  • საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები (დანართ N1-ის შესაბამისად).
  • ავტომობილის სურათები (სალონის ჩათვლით).
  • ავტომობილის სრული კომპლექტაცია.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2023 წლის 24 ოქტომბერი, 17:00 სთ
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა

მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761


საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ოქტომბერი 2023 დრო 10:30
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა