10 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19454 - ტენდერი ობიექტის კვებით მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯი-თი მოტორს“ აცხადებს ღია ტენდერს ობიექტის კვებით მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ტერიტორიაზე არსებულ ფართებში კაფის გამართული ფუნქციონირება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათებში, შაბათს - 10:00 – 16:00.
მომსახურების გაწევის ადგილი:
ქალაქი თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N163, შპს „ჯი-თი მოტორს“, Ford-ის შოურუმი და სერვის ცენტრი.
წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- კომპანიის დასახელება (საიდენტიფიკაციო მონაცემები), მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;
- მენიუ და ფასების ცხრილი;
- კომპანიის საქმიანობის ისტორია (მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, ა.შ.).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი და ხარისხი, მენიუს მრავალფეროვნება;
- შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება.
გამარჯვებულის გამოვლენამდე პრეტენდენტს შეიძლება ეთხოვოს დეგუსტაციის მოწყობა ობიექტის ტერიტორიაზე, თავისივე ხარჯით.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
- საიჯარო ფართი ნულოვან და პირველ სართულზე - შესაბამისად 100 და 125 კვ.მ. (სამზარეულო ზონა ნულოვან სართულზე, ზედა კაფესთან დამაკავშირებელი ლიფტით).
- კომუნალური ხარჯი - ნულოვანი;
- საიჯარო ქირა - 400 ლარი თვეში დღგ-ის ჩათვლით;
- ობიქტებზე განთავსებული ინვენტარის გამოყენების უფლება;
- კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა - 250 ადამიანი;
- ვიზიტორების რაოდენობა დღეში - დაახლოებით 150 მომხმარებელი;
- შესაძლებელია კონკრეტული რაოდენობის გარანტირებული კლიენტების საკითხის განხილვაც, თუკი შემოთავაზებულ იქნება სპეც. მენიუ სპეც. ფასად.
სატენდერო შეთავაზება მიიღება: 10.11.2023 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: n.kurtanidze@gtmotors.ge t.beradze@gtmotors.ge
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება