31 ოქტომბერი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T19471 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, მის შვილობილ/დაკავშირებულ კომპანიებთან ერთად, გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება.
- დასაზღვევ პირთა რაოდენობა - 15 000-მდე,
- მათ შორის თანამშრომელი - 6100,
- ოჯახის წევრი - 8 900,
(ლოკაციები: თბილისი - 183 დაზღვეული, ზესტაფონი - 4299 დაზღვეული, ჭიათურა - 9296 დაზღვეული, ვარციხე - 333 დაზღვეული).
დაზღვევის პერიოდი: - 01.01.2024-დან 01.01.2025-მდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასაზღვევ პირთა ჯამური რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს 10%-ის ფარგლებში.
დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს გთხოვთ წარმოადგინოთ შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
- სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
- ერთი ორგანიზაციის ჭრილში, 3000 კაცი და მეტი კონტიგენტის დაზღვევის მართვის გამოცდილება, ბოლო 3 წლის განმავლობაში;
- კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
- პაკეტების აღწერილობა / ფასი (პრემია წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის ჩათვლით);
- გამონაკლისები (თითოეული პაკეტის მიხედვით);
- პროვაიდერების ჩამონათვალი;
- მზღვეველის სურვილისამებრ, არასადაზღვევო დამატებითი ბენეფიტები (მასაჟები, სპა პროცედურები და ა. შ.) თითოეული პაკეტის მიხედვით, გთხოვთ წარმოადგინოთ ცალკე დანართებად;
- საერთაშორისო აუდიტის უპირობო დასკვნა - ზედამხედველობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებით.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო წერილები.
გთხოვთ, ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტები და ფორმები ატვირთოთ ვებ გვერდზე www.tenders.ge
მოთხოვნები:
- საბაზისო პაკეტის 3 (სამი ვარიანტი) - თითოეული გათვლილი უნდა იყოს სრულ კონტიგენტზე (Basic I, Basic II, Basic III);
- Absolute პაკეტი;
- Absolute P (დედა/მამა/და/ძმა/შვილები 25 წლის ზევით);
- ინდივიდუალური პაკეტი.
Absolute P პაკეტის გარდა ყველა პაკეტზე უნდა იყოს წარმოდგენელი როგორც 2 პირზე დაზღვევა, ასევე საოჯახო პაკეტი (მეუღლე და 0-25 წლამდე შვილები)
შენიშვნა:
- ყველა პაკეტი წარმოდგენილი იყოს დანართი #1-ის იდენტური ფორმატით.
- ალტერნატიული წინადადებები (დანართი #1-საგან განსხვავებული) არ განიხილება.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი„ გამარჯვებულს გამოავლენს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდაიქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
e.kiria@gm.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები