
3 ნოემბერი 2023, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT19500 - ტენდერი ავტოთვითმცლელი ამწე-მანიპულატორის შესყიდვასა და მოწოდებაზე
- გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 ნოემბერი 2023 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს ავტოთვითმცლელი ამწე-მანიპულატორის შესყიდვასა და მოწოდებაზე.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:
- ტენდერში მონაწილეობის განაცხადი;
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
-პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
-წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
-გადახდის ფორმა
-ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში, ევროში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ისჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს. - პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკურიდავალება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული;
- ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას);
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 03.11.2023 წ. / 12:00 სთ.
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტებისგანყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოსშემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებულისაკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com
საკონტაქტო პირი:
გურამ აბაშიძე
AbashidzeG@Batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
გამარჯობა, ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით შესყიდვის ობიექტის დასახელებად განსაზღვრული გაქვთ RENAULT T460 6x2 Euro6. გთხოვთ დაგვიზუსტოთ კონკრეტულად მოცემული დასახელების ტექნიკა უნდა შემოგთავაზოთ, თუ გვაქვს სხვა ბრენდ(ებ)ის შემოთავაზების საშუალება?. მადლობა.
მოგესალმებით. ტექნიკურ დავალებაში მე-2 გვერდზე არის შენიშვნა ყვითელი ფერით მონიშნული... Примечание: Марка, модель, производитель и другие параметры даются в образцовом (показательном) варианте. Поставщик может предложить аналог с сохранением технических характеристик по согласованию с заказчиком.