ჩაბარების ვადა:

3 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19514 - ტენდერი საქართველოს ბანკის ოფისებსა და ბექოფისებში სუსტი დენებისა და ინტერნეტის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ოფისებსა და ბექოფისებში სუსტი დენებისა და ინტერნეტის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე. 

ტენდერში მონაწილების მისაღებად დაინტერესებული კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ბანკის შესყიდვების პორტალზე SAP Ariba, რეგისტრაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს.

გამოცხადების თარიღი: 26 ოქტომბერი
დასრულების თარიღი: 3 ნოემბერი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბექა მუმლაძე

b.mumladze@bog.ge
ტელ: 551462003; 599 68 67 82

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება  სამუშაოების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). 
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო  ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული  სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება, თვის ბოლოს წარმოდგენილი ფორმა 2-ების შესაბამისად, სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);  და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ როგორც მასალის ასევე მომსახურების ფასი დაჯამებულად.
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) 
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    - გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  • დაინტერესებულ კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ტენდერის კატეგორია:

  • 32400000 ქსელები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები