
8 ნოემბერი 2023, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT19536 - ტენდერი ქონების დაზღვევის მომსახურების შესაძენაზე
- გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 ნოემბერი 2023 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს ტენდერს ქონების დაზღვევაზე მომსახურების შესაძენად.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებულიორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას დადოკუმენტებს:
- ტენდერში მონაწილეობის განაცხადი;
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
-პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
-წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
-გადახდის ფორმა
-ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში, ევროში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ისჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს. - პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკურიდავალება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული;
- ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას);
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 26.10.2023 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 08.11.2023 წ. / 12:00 სთ.
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტებისგანყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოსშემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებულისაკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com
საკონტაქტო პირი:
გურამ აბაშიძე
AbashidzeG@Batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
მოგესალმებით, გთხოვთ გაგვიზიაროთ ,,სურვეი'' რეპორტი, ასევე დასაზღვევი ობიექტის ფოტოები
მოგესალმებით. სურვეი რეპორტი არ გვაქვს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ელ. მისამართი, რათა გამოგიგზავნოთ ფოტოები.
სალამი, გთხოვთ გაგვიზიაროთ ბოლო 3(სამი) წლის ინფორმაცია ზარალიანობის შესახებ.
მოგესალმებით. გიგზავნით განახლებულ ინფორმაციას: ბოლო სამი წლის განმავლობაში ზარალს ადგილი არ ჰქონდა. ამასთან, გაცნობებთ რომ 2023 წლის ოქტომბერში დაზიანდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპრეშუმში ღობის ნაწილი (სიგრძე დაახლოებით 25მ ), ღირებულება აღდგენით სამუშაოებზე შეადგენს დაახლოებით 306 ათას ლარს.
მოგესალმებით. ბოლო 3(სამი) წლის განმავლობაში ზარალს ადგილი არ ჰქონია. 2023 წლის ოქტომბერში კაპრეშუმში მდინარე ყოროლის წყლის ადიდების შედეგად ჩამოინგრა ღობე დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის. მიმდინარეობს ზარალის დაზუსტება.