ჩაბარების ვადა:

6 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19542 - ტენდერი დაბალი ძაბვის სპილენძის ძალოვანი კაბელის YVV(NYY) 4x240 შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “რუსთავის წყალი“ (RWC) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს დაბალი ძაბვის სპილენძის ძალოვანი კაბელი YVV(NYY) 4x240  ის  შესყიდვაზე დანართ N1-ში მოცემული მოცულობების მიხედვით.

შენიშვნა: სისტემაში დაფიქსირებული ფასი უნდა იყოს RWC-ის საწყობამდე (რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. 5) ტრანსპორტირების გათვალისწინებით. 

1.2 საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

დაბალი ძაბვის სპილენძის ძალოვანი კაბელის YVV(NYY) 4x240   შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული ზუსტი  მოცულობების შესაბამისად.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით.

1.4 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ.#5.

1.6 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვა.დოკუმენტების შესახებ:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დაბალი ძაბვის სპილენძის ძალოვანი კაბელის YVV(NYY) 4x240 სერთიფიკატი და ტექ.დავალება.

1.7 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1), ასევე ინფორმაცია მაქსიმალური დღიური რაოდენობის მიწოდების შესაძლებლობაზე;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • სატენდერო დოკუმენტაციის პირობებზე თანხმობის წერილი დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით;

1.9 ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად;
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან;

1.10  სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  •  ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს);
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
  • შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულებისვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოსტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე;

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნიკა ცუცქირიძე

მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: ntsutskiridze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 574 10 62 63

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303) 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 ოქტომბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა