6 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19545 - ინტერესთა გამოხატვა საქართველოს ბანკის ობიექტებზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
ინტერესთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ინტერესტა გამოკითხვის პროცედურას ბანკის ობიექტებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ცალკეული პროექტების/დავალებების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული პროექტის/დავალების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
გამოცხადების თარიღი: 27 ოქტომბერი
დასრულების თარიღი: 6 ნოემბერი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
ტელ: 551462003
შესასრულებელი სამუშაოების ჯამური საორიენტაციო ღირებულება: 1,000 000 ლარი.
დაინტერესებულმა ორგანიზაციამ აუცილებელია წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები(დანართი 2);
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2020 – 30/10/2023 პერიოდზე;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაპრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
წარმოდგენილი უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლეაღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია)
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება