ჩაბარების ვადა:
3 ნოემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19553 - ტენდერი MS SQL ინფრასტრუქტურისთვის სერვერების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს. ,, ლიბერთი ბანკი '' აცხადებს ტენდერს MS SQL ინფრასტრუქტურისთვის სერვერების შესყიდვაზე, ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი N1, დანართი N2) შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 (სამი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. #74, „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;
შენიშვნა:
საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 03 ნოემბერი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge მობ: 595 901 200
დამატებითი პირობები!
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF) ;
- პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის სრული ტექნიკური მახასიათებლები;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის მინიმუმ ორიავტორიზებული სერვის ცენტრის არსებობის შესახებ საქართველოში;
- სისტემის აპარატურული და პროგრამული კომპონენტები უნდა იყოს ერთი და იგივე მწარმოებლის;
- მოწოდებული საქონელი (მისი ყველა კომპონენტი) უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს მეორადი გამოყენების);
- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ მინიმუმ 2 (ორი)სერტიფიცირებული, სახელმწიფო ენაზე მოსაუბრე ინჟინერი, რომელიც აკრედიტებული იქნება შემოთავაზებული სისტემისინსტალაციაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სერტიფიკატის ასლი და ცნობადამსაქმებელი კომპანიიდან;
- პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) პროექტიშემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით;
- პრეტენდენტს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს კონცეფციის მტკიცებულება (POC) მოთხოვნისამებრ.
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
დოკუმენტაცია
დანართი #1 (ფასების ცხრილი) database servers
დანართი #1 (ფასების ცხრილი) database servers
დანართი #2 (მოთხოვნები და სპეციფიკაცია)
დანართი #2 (მოთხოვნები და სპეციფიკაცია)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
სატენდერო განცხადება-Database Servers
სატენდერო განცხადება-Database Servers
ყველას ჩამოტვირთვა