ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19555 - ტენდერი მზის მიკრო ელექტრო სადგურის მოწყობაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 28 ნოემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ „მატანი XXI“ აცხადებს ტენდერს მზის მიკრო ელექტრო სადგურის მოწყობაზე-მზის ენერგიის 100 ვატიანი სიმძლავრის, ფოტოვოლტური პანელებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში.

შემსყიდველი: ააიპ „მატანი XXI“

მომსახურება: მზის მიკროელექტრო სადგურის მონტაჟი

ლოკაცია:

  • ახმეტის N1 საჯარო სკოლა;
  • ქისტაურის საჯარო სკოლა;
  • ჯოყოლოს საჯარო სკოლა;
  • მატნის N1 საჯარო სკოლა;
  • ქვ. ალვანის საჯარო სკოლა;

პროექტის დასახელება: „განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში“

დაფინანსების წყარო: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.

სერვისის მიწოდების ვადები: 10 ნოემბერი, 2023 – 6 დეკემბერი, 2023

დეტალური აღწერილობა:

მზის მიკროელექტრო სადგურის მოწყობა: მზის ენერგიის 100-ვატიანი სიმძლავრის, ფოტოვოლტური პანელებით, 12/30 ამპერი სიმძლავრის კონტროლერით, 12/40 ამპერი აკუმულატორით და 400 ვატი სიმძლავრის ინვერტორით. ატმოსფერული ნალექებისგან დაცული აპარატურის ყუთით და მზის პანელის კედელზე სამაგრით. აღნიშნული აპარატურა უნდა დაერთდეს სკოლებში არსებულ ზარების ქსელთან და სისტემა გადაყვანილი იქნას მზის ენერგიაზე. ახმეტის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში, ახმეტის N1 საჯარო სკოლა, ქისტაურის საჯარო სკოლა, ჯოყოლოს საჯარო სკოლა, მატნის N1 საჯარო სკოლა, ქვ. ალვანის საჯარო სკოლა.

პრეტენდენტმა უნდა:

  • მოაწყოს ახმეტის მუნიციპალიტეტის 5 სკოლაში 100-ვატიანი სიმძლავრის მზის კუნძულოვანი მიკროელექტროსადგური 220 ვოლტზე გადამყვანი ინვერტორით და ჟელე აკუმულატორით;
  • დააერთოს მზის ელექტროსადგური არსებულ სასკოლო ზარების სისტემაზე;
  • დაამონტაჟოს 0,4 კილოვატიანი სიმძლავრის ინვერტორი;
  • ფოტოვოლტური ელემენტები დაამაგროს სკოლის სამხრეთის კედელზე;

სასურველია პრეტენდენტი კარგად იცნობდეს რეგიონს და საპროექტო ადგილს.

ტენდერში მონაწილეობის მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი საქმიანობის განხორციელების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 3-წლიანი საგარანტიო მომსახურება;
  • აუცილებელია მინიმუმ 12-წლიანი ქარხნული გარანტია ფოტოვოლტურ პანელებზე;

სატენდერო პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
    -შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა;
    -ფასების ცხრილი შესყიდვის ობიექტის პუნქტების მიხედვით;
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება და დამონტაჟება;
    -სათანადო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი,
    -კომპანიის რეკვიზიტები;
    -ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ ქონის შესახებ;
    -განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია - ღირებულება, გამოცდილება და ხარისხი.

ანგარიშსწორება:

მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად, ეროვნულ ვალუტაში, შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

გთხოვთ, შემოთავაზება გამოაგზავნოთ მითითებულ მისამართზე: philashvilin@gmail.com

სათაურში მიუთითეთ: მზის ელექტრო სადგური

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28 ნოემბერი, 2023 წელი, 18:00 საათი

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ექვემდებარება განხილვას.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.

სერვისთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს 30 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე.:
+995 571 87 13 87

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია