ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19567- ტენდერი მიწის ნაკვეთზე, მასზე დამტკიცებულ პროექტზე და ამ პროექტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა

სს "უნისონი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას: მიწის ნაკვეთზე, მასზე დამტკიცებულ პროექტზე და ამ პროექტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოებზე.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად. 

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს სს უნისონი.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა 

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები :

  • მიწის ნაკვეთის ლოკაცია: ქ. თბილისის ცენტრალური უბნები.
  • ცალკე მდგომი შენობის ასაშენებელი ფართის მოცულობა მინიმუმ 3 000 კვ.მ საოფისე დანიშნულების, რომლის გაზრდაც შესაძლებელია - 10 000 კვ.მ-მდე საცხოვრებელი ან საოფისე დანიშნულებით.
  • შენობამდე უნდა მიდიოდეს ყველა კომუნიკაცია (გაზი, წყალი, კანალიზაცია, ინტერნეტი) და საქალაქო ტრასპორტი.
  • ფართის სტატუსი: დასრულებული რემონტით, მწვანე კარკასი ან დაუსრულებელი რემონტით;
  • ობიექტის ჩაბარება / ექსპულატაციაში მიღება - პრეტენდენტის პასუხისმგებლობა
  • ხელშეკრულების ტიპი: ნარდობა
  • პროექტის სავარაუდო ღირებულება: 7 000 000 აშშ დოლარი;

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

  • კომპანიის გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი
  • შესრულებული და მიმდინარე პროექტები (საცხოვრებელი, ადმინისტრაციული ან კომერციული ტიპის ): მინიმუმ 1 დასრულებული პროექტი 5 მლნ ლარის ღირებულების;
  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას: 

  • მიწის ნაკვეთის დაახლოებითი ლოკაცია / უბანი;
  • მიწის ნაკვეთის ფართობი და მინიჭებული კოეფიციენტი;
  • დასაშვები ასაშენებელი ფართის მოცულობა (კვ/მ- ში);
  • პროექტის სავარაუდო ღირებულება დიზაინ ბილდის გათვალისწინებით;
  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; 
  • ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი; 
  • დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას);

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • შესყიდვის ფასი 
  • მიწოდების / მომსახურების ვადები 
  • საგარანტიო პირობა 
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა 
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება 
  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 4 000,000 ლარი.

სატენდერო წინადადებების მიღების დედლაინი: 30 ნოემბერი, 18:00 საათი.

კონფიდენციალურობა: 

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

შემოთავაზება უნდა გამოიგზავნოს ქვევით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: მამუკა მაჭავარიანი
ელ. ფოსტა: procurment@unison.ge
ტელ.: 577 395351

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები