ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T19589 - ტენდერი საინჟინრო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ევროპული სკოლის“ მიერ დაბა მანგლისში მდებარე შენობა-ნაგებობების (სკოლა და კინოთეატრი) საჭიროებისთვის საინჟინრო სამუშაოების შესყიდვა. ( #30/10-EUSchool-Eng-23 ).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასყიდი მასალების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1; დანართი N2);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;

მისამართი: დაბა მანგლისი, დიდგორის ქუჩა N1

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ტექნიკური მახასიათებლების ფაილი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N1; დანართი N2).

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „დაბა მანგლისში მდებარე შენობა-ნაგებობების (სკოლა და კინოთეატრი) საჭიროებისთვის საინჟინრო სამუშაოების შესყიდვა“ და ნომერი - #30/10-EUSchool-Eng-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 08 ნოემბერი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
შალვა მჭედლიძე
ტელ: 577 59 59 38

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები