ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19594 - ტენდერი ქსელის ჰოსპიტალებისა და კლინიკებისთვის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ვიან-ლოჯისტიკა“ ვიანის (ყოფილი ევექსი) ქსელის ჰოსპიტალებისა და კლინიკებისთვის აცხადებს ტენდერს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ჩამონათვალი თანდართულია ელექტრონული ვერსიის სახით (დანართი #1).
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (დანართი #5).
  • ხელმოწერილი აფედავიტი (დანართი #6).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიიდან.

გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს. შემოთავაზებული თითოეული მედიკამენტი და სამედიცინო სახარჯი მასალის სახეობა განიხილება ინდივიდუალურად

თანდართულ დოკუმენტაციაში ასევე მოცემულია ხელშეკრულების სტანდარტული ნიმუში დანართებით.

შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა შემსყიდვლის მიერ მოთხოვნილი, სატენდერო წინადადება უნდა წარადგინოს ელექტრონულად მეილის სახით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:  smakharadze@vian.health  local-procurements@vian.health არაუგვიანეს 2023 წლის 14 ნოემბრის 18 საათისა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს ნაკლები, ამ საქონლის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა. საქონლის ვარგისობის ვადა შესაძლებელია იყოს განსხვავებული მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
  • გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ მომწოდებლის მიერ კონკრეტული დაკვეთით გათვალისწინებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს, თბილისში, ვიან-ლოჯისტიკის საწყობში, შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.
  • პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში.
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მოხდება წინამდებარე დოკუმენტზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის პირობების შესაბამისად.
  • წარმოდგენილ წინადადებაში (დანართი #1), გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული მედიკამენტის და სახარჯი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, მწარმოებელი კომპანია, აქტიური სუბსტანციის მწარმოებელი და მედიკამენტის და სახარჯი მასალის შეფუთვის ქვეყანა. აუცილებლად მიუთითეთ კომენტარის ველში, თუ შემოთავაზებული პრეპარატის ფორმა დოზა არ ემთხვევა ტენდერის მოთხოვნას

საკონტაქტო ინფორმაცია:
მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების შესყიდვების უფროსი
სანდრო მახარაძე
ტელ: 591 455 443
ელ. ფოსტა: smakharadze@vian.health

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები