6 ნოემბერი 2023, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT19610 - ტენდერი მიწისზედა მილსადენების ელ. გათბობისა და თბოიზოლაციის მოწყობისთვის მასალების შესყიდვასა და მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს ტენდერს მიწისზედა მილსადენების ელ. გათბობისა და თბოიზოლაციის მოწყობისთვის მასალების შესყიდვასა და მიწოდებაზე: ზონა I (უბანი #1); ზონა II (უბანი #2, #3, #4), რომელიც მდებარეობს მაიაკოვსკისი ქ.#4-ში, ბათუმი, საქართველო.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:
- ტენდერში მონაწილეობის განაცხადი;
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-პოტენციური მიმწოდებელის დასახელება.
-პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი.
-წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა.
-გადახდის ფორმა.
-ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში, ევროში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს. - პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკური დავალება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული;
- ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას).
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 31.10.2023 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 06.11.2023 წ. / 12:00 სთ.
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com
საკონტაქტო პირი:
გურამ აბაშიძე
AbashidzeG@Batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები