ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2023, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19652 - ტენდერი მონიტორინგის კარადის მოწყობაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 15 ნოემბერი, 12:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს “რუსთავის წყალი” (RWC) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 15 ერთეული მონიტორინგის კარადის მოწყობასთან დაკავშირებით.

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), რაოდენობა/მოცულობა:

ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერა და რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დანართი N1-ში (ტექნიკური დავალება).

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება (ფასების ცხრილი) დანართი N2-ში მითითებბული ინფორმაციის საფუძველზე მიხედვით ექსელის ფორმატში, ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge

1.4 საქონლის მიწოდების დრო და ადგილი:

მონიტორინგის სისტემები უნდა განთავსდეს დანართი N1 - ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ლოკაციებზე.

1.5 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური პროდუქციის შესყიდვის არანაკლებ 2 (სამი) წლიანი გამოცდილება.
  • ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში, „საქონლის“ სრულად მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში „კომპანიის“ შემდეგ საბანაკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი;
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • გამოცდილების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 1.8 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გამოფორმდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი”(RWC, ) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა,შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი”(RWC, ) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი”(RWC, ) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი”(RWC, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს “რუსთავის წყალი”(RWC, ს/ნ) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: mtchrikishvili@gpw.ge

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს “რუსთავის წყალი”(RWC,)  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 ნოემბერი, 12:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: თამარ ვაშაკიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: tvashakidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 577 585 592

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები

დოკუმენტაცია

RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
RWC საქონელი, ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული RWC საქონელი, ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
დანართი #1 - ტექნიკური დავალება დანართი #1 - ტექნიკური დავალება
სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 ნოემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა