ჩაბარების ვადა:
17 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19707 - ტენდერი ყოველკვირეულ სააქციო პოსტერებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ყოველკვირეულ სააქციო პოსტერებზე.
საქონლის დასახელება/აღწერა
|
აღწერილობა
|
წლიური რაოდენობა
|
ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
|
ჯამური ფასი (დღგ-ს ჩათვლით)
|
ყოველკვირეული სააქციო პოსტერი
|
მასალა: 250გრ პრიალა ცარცის ქაღალდი; ზომა: A2 ბეჭდვა: ორმხრივი; ერთ მხარეს ზედა და ქვედა ნაწილში ორმაგი წებოვანი ლენტი
|
18 000
|
||
ყოველკვირეული სააქციო პოსტერი
|
მასალა: ფოტოქაღალდი; ზომა: A0 ბეჭდვა: ცალმხრივი; |
70
|
||
2X2 კატალოგი
|
მასალა: 250გრ პრიალა ცარცის ქაღალდი; ზომა: A2 ბეჭდვა: ცალმხრივი; ერთ მხარეს ზედა და ქვედა ნაწილში ორმაგი წებოვანი ლენტი
|
9 000
|
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
- მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება(ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ);
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- მოწოდება უნდა მოხდეს თბილისში, ლილო 1;
- ბეჭდვა/მოწოდების ვადა: შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში;
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას;
- გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30დღე;
დამატებითი ინფორმაცია:
- პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად;
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს პროდუქციის მოწოდებას შეთანხმებულ ლოკაციაზე;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არაერთჯერადი ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Mariam.kuliashvili@oribaniji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები