ჩაბარების ვადა:
20 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19732 - ფასთა გამოკითხვა ექსკავატორის მომსახურებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას ექსკავატორის მომსახურებაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- მცხეთის რაიონში მდებარე ჰაიდელბერცემენტ ჯორჯიას სასხორის კარიერზე ექსკავატორით მომსახურება.
- ექსკავატორის აჩამჩვის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 9 მეტრი. ციცხვის ზომა არანაკლებ 3 მეტრ კუბისა.
- კომპანია მზად უნდა იყოს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკისთვის. ტექნიკის ოპერატორების სამუშაო საათების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
- ექსკავატორის დაზიანების შემთხვევაში კომპანიას უნდა შეეძლოს იგივე პარამეტრების ექსკავატორით ჩანაცვლება 48 საათის განმავლობაში.
- ტექნიკა უნდა იყოს სრულად გამართული და აღჭურვილი ყველა უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით. ოპერატორს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობის S კატეგორია და უნდა იყოს აღჭურვილი ინდუსტრიულ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი სამოსითა და დამცავი საშუალებებით.
- ტექნიკა და ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდნენ ჰაიდელბერგცემენტის მიერ დადგენილ ყვითელი ტექნიკის უსაფრთხოების წესებს.
- ფასთა გამოკითხვაში არ განიხილება 10 წელზე მეტი ასაკის ტექნიკა. (გამოშვების თარიღი არ უნდა იყოს 2013წელს ქვემოთ)
- ოპერატორის გამოცდილება უნდა იყოს მინიმუმ 3 წელი მსგავს სამუშაოზე.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად:
- აუცილებელია მსგავს სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
- კომპანიის აღწერა/პრეზენტაცია.
- თუ გითანამშრომლიათ სხვა დიდ კომპანიებთან მათი ჩამონათვალი.
- თქვენი კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (ექსკავატორები) სურათები.
გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მისამართზე Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 20.11.2023-სა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:
Giorgi.Otarashvili@heidelbergcement.ge
555 43 11 91
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები