7 დეკემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19735 - USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში - ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი კერძო სექტორისთვის
ტენდერის აღწერილობა:
განაცხადების კონკურსი ცხადდება საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მიზანია განაცხადების კონკურსის საშუალებით 9 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის იდენტიფიცირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
საპილოტე პროექტი შეიძლება მოიაზრებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე შესაძლოა მოიცავდეს მიკრო პროექტებს, ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკულ ტექნოლოგიებს.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკური საკონსულტაციო ან/დამატერიალური მხარდაჭერა შერჩეული პროექტებისთვის.
პროგრამა აღიარებს კერძო სექტორის მნიშვნელობას სუფთა ენერგიის პრიორიტეტებისა და საჭიროებებისხელშეწყობის კუთხით. მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, პროგრამას და კერძო სექტორისწარმომადგენლებს შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტები ენერგეტიკულგამოწვევებთან გასამკლავებლად.
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მისი მიდრეკილების შემცირებას მავნე ზეგავლენის მიმართ შემდეგი გზებით: (i) ეფექტიანი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მმართველობა; (ii) კერძო სექტორის ინვესტიციების წილის გაზრდა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოებაში (მათ შორის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით); (iii) საქართველოს ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარება შიდა ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი და მდგრადი მართვისთვის; და (v) კიბერსაფრთხეების მიმართ ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:
საპილოტე პროექტის ძირითადი მიმართულება - განახლებადი ენერგია/ ენერგოეფექტურობა/ მოთხოვნის მართვა/ ენერგიის მართვის სისტემები
კერძო სექტორის წარმომადგენელი - განმცხადებელი უნდა იყოს რეგისტრირებული მცირე ან საშუალო მეწარმედ, როგორც ეს განსაზღვრულია “ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში”
განხორციელების ვადა - 2 წელზე ნაკლები
კერძო სექტორის შენატანი - მინიმუმ 50%
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა – პროექტის მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 50 %, რომელიც თანხობრივად არ უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარს, ექვივალენტი ლარში.
განმეორებადობის შესაძლებლობა - საპილოტე პროექტის ხელახლა განხორციელება მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი სხვა მსგავსი სუბიექტების მიერ.
ეკომეგობრულობა - საპილოტე პროექტი უნდა ახდენდეს დადებით და აშკარა ზეგავლენას კლიმატის ცვლილებაზე, სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების ან თავიდან აცილების გზით.
ხელმისაწვდომობა - თითოეული პოტენციური საპილოტე პროექტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებისთვის, შესაბამისი აღჭურვილობის მისაწოდებლად.
წინადადებები უნდა წარმოადგინოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე თანდართული ფორმის შესაბამისად, არაუგვიანეს 2023 წლის 7 დეკემბრისა: info@sgef.ge
კითხვები და განმარტებები:
- მეთოდი: განმცხადებლების მიერ მხოლოდ წერილობით ფორმით წარმოდგენილ კითხვებზე და განმარტებებზე იქნება მოწოდებული პასუხები, გამოგზავნილი ზემოთ მითებულ ელ.ფოსტაზე.
- განმარტებითი შეხვედრა: კონკურსთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებისთვის, 2023 წლის 28 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პოტენციურ განმცხადებლებთან, მოცემულ ბმულზე.
- კითხვების/განამრტებების წარდგენის თარიღი: ყველა კითხვა თუ განმარტება წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა.
არასრულად წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.
საპილოტე პროექტთან დაკავშირებული დეტალები
საკონტაქტო ინფორმაცია:
ადრესატი: თორნიკე ყაზარაშვილი
ელ.ფოსტა: info@sgef.ge
ტელეფონი: +995 599 87 06 03
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები