ჩაბარების ვადა:
17 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19740 - ტენდერი ლითონის კასრის სტიკერების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით: # EF-GE/675
- დანიშნულება : ლითონის კასრის სტიკერების შესყიდვა.
სააპლიკაციო ფორმაში ფასები მიუთითეთ შემდეგ რაოდენობებზე:
- 1000 ცალი
- 5000 ცალი
- 10 000ცალი
- 15 000 ცალი
- 20 000ცალი
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სააპლიკაციო ფორმა
- ეტიკეტის ნიმუშები
დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - tenders@ge.anadoluefes.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ტენდერის განაცხადი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, დასკანერებული სახით, რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც (ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ხსენებული საქონლის მოწოდება მოხდება ს.ს. ლომისის, მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი, 2024წლის განმავლობაში.
- მოცემული განცხადებით ს.ს. „ლომისს’’ არ ეკისრება ვალდებულება გააფორმოს ხელშეკრულება რომელიმე მონაწილესთან. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ს.ს. „ლომისი’’-ს უფლებას.
- გადახდის პირობა: მოწოდებიდან 45 დღე.
აუცილებელი მოთხოვნა:
- კასრის სტიკერი უნდა იყოს წყალსა და სითბოზე რეზისტენტული.
- მასალა (ქაღალდი) უნდა იყოს პერფორირებული.
- მოწოდებისას უნდა იყოს რულონური სახით.
განაცხადის მიღება იწყება 09.11.2023
განაცხადის მიღება მთავრდება 17.11.2023
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
საკონტაქტო პირი:
შესყიდვების სპეციალისტი
სოფო ცოფურაშვილი
tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა