ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19803 - ტენდერი კორელატორის და ჯეოფონის შესყიდვაზე (წნევიან მილსადენებში ფარული დანაკარგების პრელოკატორი კორელირების და აკუსტიკური მეთოდით კორელატორი)

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

კორელატორის და ჯეოფონის შესყიდვაზე (წნევიან მილსადენებში ფარული დანაკარგების პრელოკატორი კორელირების და აკუსტიკური მეთოდით კორელატორი) – 3 კომპ (RWC მიიღებს შემოთავაზებას ინტეგრირებული ვარიანტის ანუ კორელატორი ჯეოფონით).

 1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

სპეციფიკაცია მიუთითეთ დანართი N1-ში

1.3. ტექნიკური დავალება:

  • ცენტრალურ სამართავ ბლოკს უნდა შეეძლოს სენსორული მაღალი გარჩევადობის მქონემონიტორით და მარტივი ღილაკების მეშვეობით ოპერირება.
  • უნდა ქონდეს ინფორმაციის მიმღები სენსორების და კვლევის ტიპის შერჩევის შესაძლებლობა.
  • სენსორული ბლოკები A;B მიმღებები რეალურ დროში საკორელაციოდ, ქსელის მინიმუმ ერთიმონაკვეთისთვის.
  • მთელი სისტემა უნდა იყოს კომპლექტაციით PRO, დარტყმამედეგი, წყალგაუმტარი...
  • კორელირების დისტანცია რეალურ დროში უნდა შეაგგენდეს არანაკლებ 250/ 300 მეტრს სენსორებსშორის.
  • წარმოდგენილი უნდა იყოს პროდუქტის სერტიფიკატები
  • უნდა იყოს მინიმუმ IP65/IP67
  • მუშაობის დრო: > 10 სთ
  • მოწყობილობას უნდა ჰქონდეს გაზომვის თანმიმდევრობა - ავტომატური
  • გთხოვთ, მიუთითოთ: მონაცემთა აღრიცხვის, მონაცემთა გადაცემის - ტექნიკური პარამეტრები
  • გარანტია - მინიმუმ 2 (ორი) წელი
  • მომწოდებელმა უნდა შემოგვთავაზოს შემოთავაზებული კორელატორებისა და გეოფონებისგამოყენების ტრენინგი მინიმუმ სამი დღე
  • უცხოური საწარმოს შემთხვევაში CIP პირობის შემთხვევაში RWC -ი გადაიხდის საბაჟო გადასახადს.

1.4 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351) მიწოდების ადგილი:
  • შპს „რუსთავის წყალი“- ის საწყობი, ქ.რუსთავი წმინდა ნინოს N5

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ. 

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 21 ნოემბრის 18:00 -მდე. 

1.8  ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად. 

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351)) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროსტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერისმონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351))  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 21 ნოემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი 
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები

დოკუმენტაცია

Annex 1 RWC General Terms and Conditions - ENG Annex 1 RWC General Terms and Conditions - ENG
Annex 2 RWC Code of Ethics and Conduct Anti-Corruption Policy UN Global Compact Annex 2 RWC Code of Ethics and Conduct Anti-Corruption Policy UN Global Compact
Annex N1 Annex N1
RWC Special terms and conditions RWC Special terms and conditions
RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები RWC დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება RWC დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
RWC საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული RWC საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
Tender Documentation Tender Documentation
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 ნოემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა