ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T19820 - ტენდერი 20 კუბიანი 2016 წელს გამოშვებული FORD CARGO 4143D-ის გადაცემათა კოლოფის შესყიდვასა და მის მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 20 კუბიანი 2016 წელს გამოშვებული FORD CARGO 4143D-ის გადაცემათა კოლოფის შესყიდვასა და მის მონტაჟზე.

1.2 შესასყიდი მასალა/მომსახურების ტექ. მახასიათებელი-დავალება:

  • დანართ N1-ში მოცემულია შესაძენი მასალის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებელი-დავალება რომელსაც პრეტედენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს.
  • 1 (ერთი) 20 კუბიანი 2016 წელს გამოშვებული FORD CARGO 4143D-ის გადაცემათა კოლოფი და მისი მონტაჟი.

1.3 განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.
  • პრეტედენს შუეძლია შემოთავაზება გააკეთოს როგორც მხოლოდ მასალის მოწოდებაზე ასევე მასალის და მომსახურებაზე ერთად. მხოლოდ მომსახურებაზე წინადადება არ მიიღება.

1.4 მასალის/მომსახურების მიწოდების/შესრულების ვადა:

პრეტედენტის მიერ უნდა იქნას დაფიქსირებული დანართი N1-ის მიხედვით მოწოდება/შესრულების ვადა. უპირატესობა მიენიჭება უადრეს მოწოდების/მომსახურების შესრულების ვადას.

1.5 მასალის/მომსახურების მიწოდების ფორმა და ადგილი:

პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში თუ რა მისამართზე შეასრულებს მომსახურებას. მხოლოდ მასალის მიწოდების შემთხვევაში, შემსრულებელმა დამკვეთს გადაცემათა კოლოფი უნდა მიაწოდოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ფეიქრების ქ. N30.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქონლის ან/და მომსახურების შესრულებიდან 30 დღის ვადაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • შემოთავაზებული გადაცემათა კოლოფის ბრენდი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • შემოთავაზებული გადაცემათა კოლოფის მდგომარეობა (მიუთითეთ ახალია თუ მეორადი, დანართი N1-ის შესაბამისად)
  • საგარანტიო პერიოდი და პირობა (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • მასალის/მომსახურების მოწოდების/შესრულების მისამართი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • მასალის/მომსახურების მოწოდების/შესრულების ვადები (დანართი N1-ის შესაბამისად)

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 21 ნოემბერი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 ნოემბერი 2023 დრო 17:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა