ჩაბარების ვადა:

27 ნოემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19882 - ტენდერი აზომვითი, საპროექტი და არქიტექტორული მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს აზომვითი, საპროექტო და არქიტექტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1+1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში.

შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი - იხ. დანართი 2.

პრეტენდენტი კომპანია უფლებამოსილია წინადადება წარმოადგინოს მომსახურების არასრულ ჩამონათვალზე.

ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე კომპანიასთან და ამ მიზნით დაკვეთები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მომსახურების შესრულებაში, ამასთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება სხვა კომპანიებთან (მათ შორის ფინანსურ ინსტიტურებთან)
  • მომსახურების შესასრულებლად კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი
  • მოქნილობა
  • შესაბამისი სერტიფიკატები/უფლებამოსილებები

ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია: 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობა და გამოცდილება
  • გუნდი და მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
  • არსებული სერვისების სრული ჩამონათვალი
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (დანართი 1).
  • ფინანსური წინადადება (დანართი 2)
    -
    ფინანსური წინადადების წარმოდგენა უნდა მოხდეს დანართი 2-ის საშუალებით. გთხოვთ, ატვირთოთ დოკუმენტი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით/დასკანერებული სახით.
    -წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფინანსური წინადადება 50%
  • შესრულების ვადები 30%
  • კომპანიის გამოცდილება 20%

წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.

ბანკი განიხილავს მომსახურების მიღებას მომსახურების კომპანიისგან ქვეკონტრაქტორების საშუალებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი 2023 (17:00 საათი)
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერში  მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:

ნინო მიქელაძე
nimikeladze@bog.ge 
+995 599 88 43 22

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 ნოემბერი 2023 დრო 11:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა