8 დეკემბერი 2023, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T19886 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
ავტომობილი - სედანი | 4 |
მახასიათებლები:
ძირითადი მოთხოვნები: | |
ძარის ტიპი | სედანი - 5 კარიანი |
ძრავი | 1.2 მ3-დან 1.6 მ3-დან; 4 ცილინდრიანი |
საწვავის ტიპი | ბენზინი |
გადაცემათა კოლოფი | მექანიკური |
საჭის მდებარეობა | მარცხენა |
წამყვანი თვლები | წინა |
საჭე | ჰიდრავლიკა |
დამატებითი მოთხოვნები: | |
კონდიციონერი, გათბობა | სავალდებულოა |
ცენტრალური საკეტი | სავალდებულოა |
სალონის ფეხსაგები ხალიჩა (რეზინა) | 1 კომპლექტი |
წინა და უკანა პარკინგ სენსორები | სასურველია |
უკანა ხედვის კამერა მონიტორით | სასურველია |
სათადარიგო საბურავი | სავალდებულოა |
გარანტია | 5 წელი ულიმიტო ან 150000 კმ. |
მოწოდება - 2024 წლის თებერვალი.
ავტომობილის საგარანტიო პერიოდიში საჭირო სათადარიგო ნაწილების ფასთა ცხრილი: | |||||
დასახელება | განზ. | პროდ.ღირ. | მომს.ღირ. | მომსახურებისმიღების დრო | სიხშირე კმ. |
ძრავის ზეთი | ლიტრი | ||||
ძრავის ზეთის ფილტრი | ცალი | ||||
ჰაერის ფილტრი | ცალი | ||||
წინა სამუხრუჭე ხუნდი | კომპლექტი | ||||
უკანა სამუხრუჭე ხუნდი | კომპლექტი | ||||
კონდიციონერის ფილტრი | ცალი | ||||
აალების სანთლები | კომპლექტი | ||||
საწვავის ფილტრი | ცალი | ||||
წინა საყრდენი დისკი | ცალი | ||||
უკანა საყრდენი დისკი | ცალი | ||||
საბურავის დაშლა, აწყობა, დაკერება,ბალანსირება | ცალი | ||||
თვლების შეკრა | ცალი | ||||
ამორტიზატორი წინა | ცალი | ||||
ამორტიაზტორი უკანა | ცალი |
შენიშვნები:
- მომსახურების მიღება საგარანტიო ნაწილებზე შესაძლებელი უნდა იყოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ნფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 8 დეკემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ევრო
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები