ჩაბარების ვადა:

27 ნოემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19917 - ტენდერი 150 ცალი მინი პროექტორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.ge პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ანონიმურ ტენდერს 150 ცალი მინი პროექტორის შესყიდვაზე.

1

ტენდერის აღწერილობა

150 ცალი მინი პროექტორის შესყიდვა

2

კონკრეტული დავალება

  • სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდება (150 ცალი) უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა;
  • პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერის დასრულებიდან 10 სამუშაო დღეში შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა წარმოუდგინოს შემოთავაზებული პროექტორის 1 ნიმუში.
  • შემოთავაზებულ პროექტორს უნდა შეეძლოს გარკვეული პერიოდით დენის წყაროს გარეშე ფუნქციონირება.
3

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროექტორის ზუსტი მოდელი და მწარმოებელი კომპანია, ასევე ტექნიკური მონაცემები.
  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
4 გადახდის პირობები

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 სამუშაო დღეში.

5

საგარანტიო პირობები

არანაკლებ 1 წელი მოწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან,

განაცხადზე სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 27 ნოემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზება უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@tenders.ge ( სათაურში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტენდერის დასახებება: 
T19917 - ტენდერი 150 ცალი მინი პროექტორის შესყიდვაზე ).

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა