23 ნოემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
E
ელ. ტენდერი
T19929 - ტენდერი 500 კილოვატიანი გენერატორის ქირაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 500 კვ. გენერატორის ქირაობაზე.
1.2 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეგიძლიათ იხილოთ დანართ N1-ში.
1.3. განფასება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
- დანართ N1-ში აუცილებალდ მითითებული უნდა იყოს საქონლის მწარმოებელი კომპანია, მოდელი/მარკა (არსებობის შემთხვევაში), წარმოშობის ქვეყანა.
- იმ შემთხვევაში თუ სატენდერო წინადადებაში (დანართი N1) არ იქნება მითითებული საქონლის მწარმოებელი კომპანია, მოდელი/მარკა (არსებობის შემთხვევაში), წარმოშობის ქვეყანა მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება.
1.4. შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
- მინიმუმ 500 კვ სიმძლავრის გენერატორი (არ დაიშვება რამოდენიმე გენერატორის ერთამანეთთან გადაბმა/დაკავშირება)
- ქირაობის ვადა 10 კალ დღე.
- კაბელების , მომსახურების და მონტაჟის/დემონტაჟის ფასი უნდა შედიოდეს განფასებაში.
- ფასი უნდა იყოს მოცემული ტრანსპორტირებით და მის გარეშე.
- გენერატორი უნდა იყოს გამართულ , მუშა მდგომარეობაში , ადგილზე მიტანის შემდეგ ისევე როგორც უკან დაბრუნებისას უნდა მოხდეს სატესტო გაშვება.
1.5. საგარანტიო პირობები და ვადები:
- საგარანტიო ვადის განმავლობაში, შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუმეტეს 2 კალენდარული დღისა) უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეკეთება ან/და თუ შეკეთებას არ ექვემდებარება შეცვლა ახლით;
- საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა.
1.6. საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს, 2023წ. 11 დეკემბრისა
1.7. საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: ისანი - სამგორის რაიონი , „თბილისი ჰილს გოლფი“-ს მიმდებარე ტერიტორია. (მოთხოვნისამებრ).
1.8. შესყიდვის ობიექტის ნიმუში:
ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს დანართ N1-ის ყველა პოზიციებზე: ნიმუში, რომელიც პრეტენდენტს ტენდერის დასრულების შემდგონ დაუბრუნდება უკან.
ნიმუშის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
ნიმუშის წარმოდგენის ადგილია: ქ. თბილისი, წყალსადენის ქ. N7, 09:00-18:00 საათამდე.
1.9. ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.10. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
- წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.11. ხელშეკრულების გაფორმება:
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.12. სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
-გაკოტრების პროცესში;
-ლიკვიდაციის პროცესში;
-საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 23 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვახტანგ მჭედლიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: vmchedlidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 577999899
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303); 595 22 66 94
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები