23 დეკემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19960 - ტენდერი დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საევაკუაციო, ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმი“ („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საევაკუაციო, ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 23 დეკემბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 24 ნოემბერი 2023 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 23 დეკემბერი 2023 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა 30 დეკემბერი 2023 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 15 იანვარი 2024 წ.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობება პრეტენდენტს.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენა ხდება ელ. ფოსტაზე t.rapava@primeinsurance.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 23 დეკემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:
თამარ რაფავა
ელ. ფოსტა: t.rapava@primeinsurance.ge
მობ: +995 577 003 803
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები