15 ოქტომბერი 2014, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT200 - სერვერი და მისი მოწყობილობები
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
პროექტის სახელწოდება:
კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაშიი
პროექტის ნომერი: 13.2144.7-004.00
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად. გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 15.10.2014-ის 12:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ორ ენაზე (ქართული და ინგლისური ან გერმანული).
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ფირმის სრული სახელწოდება
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
- ტენდერის დასახელება - სერვერი და მისი მოწყობილობები
- წარწერა “კონფიდენციალურია”
- გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ბატონ გიორგი ქურდაძეს
გრიბოედოვის ქ. 31
0108 თბილისი
მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 13.2144.7.004.00
და აგრეთვე ნომერი 91083302
პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
ტელ. ნომერი 995 32 2 201802
Eteri.konjaria@giz.de
შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ გიორგი ქურდაძეს
ტელ. ნომერი 995 32 2 201812
giorgi.kurdadze@giz.de
შეგახსენებთ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 20.10.2014-სთვის.
შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.