ჩაბარების ვადა:
14 დეკემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT20064 - ტენდერი საკანცელარიო პროდუქციის და პირადი ჰიგიენის საშუალებების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: დაემატა დოკუმენტი - ,,ხელშეკრულება".
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო პროდუქციის და პირადი ჰიგიენის საშუალებების შესყიდვაზე
საერთო დებულებები:
სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც შეუძლია შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მიერ შესაძენ სრულ პროდუქციაზე წვდომა, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება და ადგილზე მიტანის (სადისტრიბუციო) მომსახურების გაწევის სერვისი.
შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ პირობები ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის:
- გადახდის ვადა (კონსიგნაცია) 30 სამუშაო დღე;
- შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მხრიდან შესყიდული პროდუქციის დარიგება ავტოგასამართ სადგურებზე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაშტაბით დანართის გათვალისწინებით;
- შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მიერ შეძენილი პროდუქციის დარიგება (დისტრიბუცია) გამარჯვებული მონაწილის მხრიდან აღმოსავლეთ საქართველოში არაუმეტეს 3 დღისა და დასავლეთ საქართველოში არაუმეტეს 5 დღისა.
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მომსახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებების შესახებ გამოცდილება;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
- სატენდერო წინადადება
- ტენდერში მონაწილის კომერციული შეთავაზება, პროდუქციის ფასი პროდუქციის ტრანსპორტირებასთან ერთად უნდა წარმოადგენდეს, დღგ-ს ჩათვლით, ეროვნულ ვალუტაში.
სრული დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
სატენდერო პროცედურებები
- ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით. ტენდერის თარიღი – 18 დეკემბერი 2023 წელი, 15:00. შპს ლუკოილ ჯორჯიას სათაო ოფისში.
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპს, ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2023 წლის 14 დეკემბერს 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
დოკუმენტაცია
პრეტედენტის ინსტრუქცია
პრეტედენტის ინსტრუქცია
დანართი №1 - განაცხადი
დანართი №1 - განაცხადი
დანართი №3 - სატიტულო ფურცელი
დანართი №3 - სატიტულო ფურცელი
ტენდერი
ტენდერი
ტექნიკური დავალება და ხელშეკრულების კომერციული პირობები
ტექნიკური დავალება და ხელშეკრულების კომერციული პირობები
ხელშეკრულება
ხელშეკრულება
ყველას ჩამოტვირთვა