25 დეკემბერი 2023, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T20154 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ ს/კ 204542003 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი მომსახურების შესყიდვაზე ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის.
შესყიდვის ობიექტი:
შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს კომპანიაში უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას.
მინიმალური მოთხოვნები
შრომის უსაფრთხოების კომპონენტები | საკითხები | განსახორციელებელი ქმედებები |
კანონთან შესაბამისობა | შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა | შემუშავებულ ღონისძიებათა ნუსხა, რომლის მიზანია სამუშაოს შესრულებისას ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა |
კანონთან შესაბამისობა | კანონთან შესაბამისობა | შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან კომპანიის პროცესების/ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა |
კანონთან შესაბამისობა | რისკების შეფასება /კონტროლი | ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების გამოვლენა და იდენტიფიცირება, რისკების ამსახველი დოკუმენტის შექმნა• რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; |
კანონთან შესაბამისობა | სასწავლო გეგმა | სასწავლო პროგრამების, ინსტრუქტაჟის შემუშავება და ჩატარება; |
კანონთან შესაბამისობა | საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმირება | შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება |
სახანძრო უსაფრთხოება | სახანძრო პრევენციის სისტემები | მოხდეს ცეცხლმაქრების შემოწმება |
სახანძრო უსაფრთხოება | სახანძრო საგანგებო სიტუაციაების მართვა | შეიქმნას მართვის გეგმა |
ჯანმრთელობის უსაფრთხოება | პირადი დაცვის საშუალებები | უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური დამცვის საშუალებებთან დაკავშირებული პროცედურა და გამოყენების ინსტრუქციები. |
ჯანმრთელობის უსაფრთხოება | პირადი დაცვის მოწყობილობები | |
ჯანმრთელობის უსაფრთხოება | ფიზიკური წვდომის კონტროლი | საჭიროა შემუშავდეს სამუშაოების წარმოების პროცედურა და ინსტრუქცია. |
ჯანმრთელობის უსაფრთხოება | ფიზიკური ფაქტორების გაზომვა | ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზემოქმედების განსაზღვრა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა |
ჯანმრთელობის უსაფრთხოება | უბედური შემთხვევების მართვა | უნდა შემუშავდეს ინციდენტის მოკვლევის და ანგარიშის პროცედურა. |
საგანგებო სიტუაციების მართვა | რეაგირების შტაბი | უნდა შემუშავდეს საგანგებო სიტუაციის პრევენციის და მართვის გეგმა. |
საგანგებო სიტუაციების მართვა | რეაგირების გეგმა | |
ნარჩენების მართვა | ნარჩენების წარმოქმნა | შემუშავდეს ნარჩენების მართვის გეგმა. გეგმაში აისახოს წარმოქმნის წყაროები |
ნარჩენების მართვა | ნარჩენების შენახვა | მოხდეს დროებითი დასაწყობების ადგილის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მოწესრიგება |
ნარჩენების მართვა | ნარჩენების გატანა/განადგურება | 1. ნარჩენების ინვეტარიზაცია (წყაროების დადგენა, კოდების მინიჭება, რაოდენობის განსაზღვრა); 2. მომზადდეს გეგმა და საჭიროების შემთხვევაში შეთანხმდეს გარემოსდაცვის სამინისტროსთან. გეგმაში უნდა განისაზღვროს ნარჩენების მართვის კომპანია, ნარჩენების საბოლოო განთავსებით. |
ნარჩენების მართვა | პასუხისმგებელი პირები | |
სახიფათო მასალების მართვა | სახიფათო მასალების კლასიფიკაცია | მომზადდეს რისკების შეფასება (გათვალისწინებული უნდა იყოს სასაწყობე მეურნეობა); გაიწეროს ინსტრქუციები სახიფათო მასალების მოხმარება-განთავსებაზე. მოძიებული უნდა იქნას MSDS- ყველა სახიფათო ნივთიერებისთვის. MSDS მონაცემები უნდა გაეცნოთ მომუშავე პერსონალს. |
სახიფათო მასალების მართვა | სახიფათო მასალების მოხმარება | |
სახიფათო მასალების მართვა | სახიფათო მასალების შენახვა |
მოთხოვნები
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი კონტრაქტორი კომპანიებისგან
ხელშეკრულების ვადა და ანაზღაურების პირობები:
გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 3 წლის ვადით, ანაზღაურება მომსახურების მიღების შემდგომი თვის დასაწყისში 5 რიცხვამდე.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 დეკემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 80600000 პროფესიული მომზადება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სფეროში