ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T20159 - ტენდერი SOLO სტატუსის მქონე კლიენტებისთვის კონსიერჟის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, SOLO სტატუსის მქონე კლიენტებისთვის კონსიერჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ. ტენდერში  მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

გამოცხადების თარიღი: 12 დეკემბერი, 2023
დასრულების თარიღი:19 დეკემბერი, 2023. 17:00 საათი

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე, მიმართეთ:

საკონტაქტო პირი: 
ნინო მიქელაძე
nimikeladze@bog.ge  
+995 599 88 43 22

1. ზოგადი ინფორმაცია:

  • საკონტრაქტო ვადა: 3 წელი.
  • SOLO CLUB & Wealth Management ანგარიშთა პაკეტით მოსარგებლე (მათ შორის, Аmerican Express Platinium Card-ის მფლობელი) მომხმარებლებს (შემდგომში - კლიენტი) შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, რაც გულისხმობს კონსიერჟის/პირადი ასისტენტის გათვალისწინებული საინფორმაციო ხასიათის მომსახურების მიწოდებასა და პროდუქტის/მომსახურების მიღების მიზნით შესაბამის პირებთან გადამისამართებას.
  • SOLO CLUB & Wealth Management ანგარიშთა პაკეტით მოსარგებლე მომხმარებელთა მიმდინარე რაოდენობა - 12.000 მომხმარებელი (მზარდი).

2. მომსახურების პირობები:

  • კონსიერჟის/პირადი ასისტენტის გათვალისწინებულ მომსახურებას (შემდგომში - მომსახურება) კლიენტს გაუწევს საქართველოს ბანკის (შემდგომში - ბანკი) მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ხოლო ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის სასარგებლოდ მესამე პირისთვის აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდას;
  • მომსახურების ჩამონათვალი, რომლის საფასურის გადახდას/ანაზღაურებას უზრუნველყოფს ბანკი ცვალებადია და ჩამონათვალის მოქმედი ვერსიის სანახავად გაეცანით დანართ N1-ს.
  • მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მომსახურების პირობების დანართით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საზღვარგარეთ;
  • ბანკსა და კლიენტს შორის შემდგომი კომუნიკაციისთვის შესაძლებელია ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებული სხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოიყენება;
  • მომსახურება კლიენტს მიეწოდება მესამე პირის მიერ განსაზღვრული წესით და ვადაში;
  • მომსახურების ფარგლებში კლიენტის მიერ მომსახურების/პროდუქტის მესამე პირისგან შეძენის შემთხვევაში, შეძენილი მომსახურების/პროდუქტის თანხის/ღირებულების გადარიცხვას უზრუნველყოფს ბანკი, კლიენტის დავალების საფუძველზე, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.
  • პრეტენდენტი ვალდებულია სრულად უზრუნველყოს მისი თანამშრომლების უზრუნველყოფა ყველა საჭირო საოფისე/ტექნიკური ინვენტარით, მათ შორის ოფისით.
  • SLA: 
    -სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-24:00
    -შაბათი-კვირა 10:00-22:00
    -კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირება 24/7
    მოთხოვნაზე რეაგირების დრო:
    -სამუშაო საათებში: 20 წუთი
    -არასამუშაო საათებში: 1 საათი

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავსი მომსახურების შესაბამისი მასშტაბებით შესრულების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე - მინიმუმ 3 წელი.
  • პროექტის დაწყების შესაძლებლობა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში.

4. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფინანსური წინადადება
    -წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
    -ფინანსური წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მომხმარებელთა შემდეგ რაოდენობებზე 1 მომხმარებლის საფასურის მითითებით: >12,000
    -ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ორმხრივად ხელმოწერილი მ/ჩ აქტის საფუძველზე: ყოველთვიური მომსხაურების ღირებულების განსაზღვრა მოხდება შემდეგი ფორმულით: მომხმარებელთა მიმდინარე რაოდენობა x 1 მომხმარებლის საფასურზე.
  • შემოთავაზებული წინადადების ფარგლებში, პრეტენდენტის მიერ უნდა განისაზღვროს კონსიერჟთა რაოდენობა.
  • შემოთავაზების წადრგენით, კომპანია ეთანხმება სატენდერო განაცხადში მითითებულ ყველა მოთხოვნილ პირობას.
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება). გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (იხ. დანართი 3 დოკუმენტის ბოლოს).

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

5. შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფინანსური წინადადება 75%
  • კომპანიის გამოცდილება 25%

ბანკი იტოვებს უფლებას, სატენდერო პროცედურის დასრულების შემდგომ, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.

ბანკის მხრიდან კონსიერჟის თანამდებობისთვის რეკომენდებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხ. დანართში 2 დოკუმენტის ბოლოს.

შენიშვნა: მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

ტენდერის კატეგორია:

  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება