ჩაბარების ვადა:

21 დეკემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2019 - სასხორის კირქვის კარიერიდან კირქვის ტრანსპორტირება კავთისხევის კირქვის კარიერზე და კასპის ქარხანაში

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელებრგცემენტ კაუკასუსი“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სახის მომსახურებაზე:

  • სასხორის კირქვის კარიერიდან კირქვის ტრანსპორტირება კავთისხევის კირქვის კარიერზე და შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" კასპის ქარხანაში.

შენიშვნა!!! : ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სამუშაოს“ შეასრულებს ,,შპს ჰაიდელბერგცემენტის“ კუთვნლი Volvo FMX/ KH W1M ავტომანქანებით.

  • აღნიშნულ სამუშაოზე კონტრაქტი გამოფრმდება 2017 წლის იანვრიდან და ძალაში იქნება 2022 წლის იანვრამდე.
  • აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შორის გაფორმდება იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამარჯვებული კომპანია ყოველთვიური თანაბარი გადახდებით დაფარავს მანქანის ღირებულებას და ხუთი წლის გასვლის შემდეგ ექნება საშუალება: ა) გააგრძელოს იჯარა არსებული პირობებით: ბ) გამოისყიდოს ავტომანქანები იმ დროისათვის არსებული საბაზრო პირობებით.
  • ანგარიშსწორება მოხდება თვეში ორჯერ:
    საანგარიშო თვეში შესრულებულ „სამუშაოზე“ მხარეებს შორის გაფორმებული ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტის საბუძველზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურის „შემკვეთის“ მიერ დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში (,,სამუშაოს“ დაანგარიშება მოხდება თვეში ორჯერ: საანგარიშო თვის 15 და 30-31 რიცხვებში).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი:

  • ამონაწერი საჯაროო რეესტრიდან;
  • 1 ტონა კირქვის ტრანსპორტირების ღირებულება დღგ-ს გარეშე შემდეგ მიმართულებებზე:
    1. სასხორი-კავთისხევი
    2. სასხორი-კასპი
  • კომპანიის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;

მანქანების ტექნიკური მონაცემები, ყოველთვიური საიჯარო გადასახადი რაც გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გადაუხადოს დამქირავებელს იხილეთ მიბმულ ფაილში. 

აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინეთ სრულყოფილად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი წინადადება არ განიხილება.

შენიშვნა!!! ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ვალდებულია წინადადების შემოტანამდე წინასწარ მოინახულოს კირქვის კარიერი.

შენიშვნა!!!: აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით შეხვედრები იქნება სასხორის კარიერზე 14 დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე!

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • თქვენი შემოთავაზება 1 ტ კირქვის ტრანსპორტირებაზე დღგ-ს გარეშე აუცილებელ მხარდამჭერ საბუთებთან ერთად, მოიტანეთ დალუქული კონვერტით არაუგვიანეს: 21 დეკემბრის (18:00 საათი), 2016 წელი; მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ლორთქიფანიძის ქ.#4, (საბუთები არ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით!)
  • დალუქულ კონვერტზე გააკეთეთ წარწერა: (შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი კირქვის ტრანსპორტირებაზე).

დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
577 508 438 კახა გაბოძე (კარიერის უფროსი)
577 773 703 გიორგი ხინჩაგიშვილი

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები