ჩაბარების ვადა:

20 დეკემბერი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2020 - ტენდერი ფერადი კარტრიჯების შესყიდვაზე

შევიდა ცვლილება სატენდერო განაცხადში. შეიცვალა სატენდერო მოთხოვნები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო განაცხადსა და თანდართულ ფაილში

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ფერადი კარტრიჯების შესყიდვაზე.

შესასყიდი პროდუქტის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • საგარანტიო მომსახურება (გარანტიის ვადა - 6 თვე)
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი);
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 13 დეკემბრიდან 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, მაგალითად პუნქტი #1-ში CE320A მოდელის ფასი, პუნქტი #2-ში CE321A-ის ფასი და ა.შ
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
599 91 50 78 - თეა გიორგაძე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 დეკემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=674&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დოკუმენტაცია