22 დეკემბერი 2023, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT20222 - ტენდერი კომპლექსური დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “სილქ ბანკი” აცხადებს ტენდერს კომპლექსური დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე. დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ ბანკის სათაო ოფისში დახურული კონვერტის საშუალებით. ტენდერის მიზანია გამოავლინოს კომპანია რომელთანაც გააფორმებს 2 წლით ჩარჩო მომსახურების ხელშეკრულებას (3 თვიანი გამოსაცდელი ვადით) და რომელსაც დაევალება კომპლექსური მომსახურების შესრულება, ტენდერით გაწერილი მოთხოვნების და პირობების შესაბამისად.
მომსახურების აღწერა:
მომსახურების ფარგლებში უნდა განხორციელდებს დამკვეთის ობიექტების დასუფთავება, თანმდევი სადენზიფიქაციო, საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მიწოდება და ზემოთაღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა.
შესასრულებელი სამუშაობის დეტალური აღწერა, მომსახურების მოცულობა, განრიგი და სტანდარტები იხ. თანდართულ ფაილად - დანართი N 5
ობიექტების ჩამონათვალი დანართი N 4- ხარჯთაღრიცხვა
შეფასების კრიტერიუმები:
- ღირებულება;
- გამოცდილება საკვალიფიკაცი მოთხოვნები;
- შესაბამის სფეროში მოღვაწეობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება;
- საჭირო მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი.
მნიშვნელოვანი პირობა:
- ტენდერის ფარგლებში მიღებული ტარიფი უცვლელად უნდა დარჩეს ხელშეკრულების სრული ვადით;
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით;
- წარმოდგენილი დანართები სრულად უნდა იყოს შევსებული, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული.
შემოთავაზებების მიღების წესი:
შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში 22 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2
მონაწილეობის პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია:
- დანართი N1- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
- დანართი N2 - ბოლო 3 წლის განმავლობაში ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების, კლიენტების ვინაობისა და თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ (თავისუფალი ფორმით)
- დანართი N3 -სულ მცირე 2 სარეკომენდაციო წერილი
- დანართი N 4 - ხარჯთაღრიცხვა
- დანართი N 5 - ოფისის დასუფთავების მოთხოვნები
პროცესის მსვლელობასთან და პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით გთხოვთ მოიწეროთ procurement@silkbank.ge
ხოლო ტექნიკურ კითხვებთან დაკავშირებით და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება